ხშირად დასმული კითხვები:
ხშირად დასმული კითხვები:
თუ გაქვთ ტემპერატურა, ხველა, სუნთქვის გაძნელება, უნდა ისარგებლოთ სატელეფონო კონსულტაციით, ოჯახის ექიმის კონსულტაცია არის უფასო და დარეკვა 24 საათის განმავლობაშია შესაძლებელი. სამედიცინო დაწესებულებასთან გადაგამისამართებთ 112.
კორონავირუსის გადაცემა ძირითადად ხდება დაავადებულ ადამიანთან ახლო კონტაქტით, გადაეცემა ჰაერწვეთოვანი გზით.
ახალი კორონავირუსის ამანათთან შეხებით გადადება არ დაფიქსირებულა.
ახალი კორონავირუსის გამო გაზრდილია მოთხოვნა პირბადეებზე, რამაც მსოფლიოში გამოიწვია დეფიციტისა და ფასის პრობლემა. მიმდინარეობს სამუშაოები, რომ აღნიშნული პრობლემა მოგვარდეს.
სადიაგნოსტიკო ტესტი (ანალიზი ) ტარდება , თუ ექიმის მიერ ინფექციის არსებობაზე გაჩნდება ეჭვი. ახალ კორონავირუსზე, სადიაგნოსტიკო კვლევები მათ შორის სპეციფიკური სრულად ფინანსდება სახელმწიფოს მიერ.
პირი, რომელიც რამდენიმე დღეა შემოვიდა საქართველოში დაავადების გავრცელების არეალიდან, თუ არ აქვს ვირუსისათვის დამახასიათებელი სიმპტომები, საჭიროა იყოს თვითიზოლაციაში (14 დღით), ხოლო ვირუსის დამახასიათებელი კლინიკური ნიშნების გამოვლენის შემთხვევაში მიმართოს ოჯახის ექიმს ან ინფექციურ საავადმყოფოს.
მოქალაქეს იზოლაციის მითითება ეძლევა, თუ არ უფიქსირდება ტემპერატურული რეაქცია და არ აქვს ვირუსის სხვა სიმპტომები, მაგრამ ბოლო 14 დღის განმავლობაში იმოგზაურა მაღალი რისკის ქვეყანაში და შესაძლო კონტაქტი ჰქონდა ინფიცირებულ პირთან ან იმყოფებოდა ინფექციურ დაწესებულებაში კორონავირუსზე ეჭვით და დიაგნოსტიკური კვლევით არ დაუდასტურდა ვირუსის არსებობა. იზოლაციის პერიოდი განსაზღვრულია 14 დღით და გულისხმობს თვითიზოლაციას ან კარანტინს.
თუ პირის საცხოვრებელი ადგილი ეპიდემიოლოგის შეფასებით შეესაბამება თვითიზოლაციის მოთხოვნებს, პირი ინსტრუქციის გაცნობის შემდეგ იგზავნება სახლში, სადაც განხორციელდება მისი პერიოდული კონტროლი ეპიდემიოლოგის მიერ. სხვა შემთხვევაში გადაყვანა მოხდება შერჩეულ საკარანტინო სივრცეში.
რეკომენდაციები თვითიზოლაციაში მყოფი პირებისთვის ვრცლად იხილეთ ბმულზე: https://www.moh.gov.ge/uploads/files/2020/Failebi/Danarti_N11_korona.pdf
თუ საკარანტინო ზონაში მოთავსებული პირი დასაქმებულია, ჯანდაცვის სამინისტრო უფლებამოსილია, ასეთ პირებზე, მოთხოვნის შემთხვევაში, გასცეს საავადმყოფოს ფურცლის ტოლფასი ცნობა.
ამ ეტაპზე ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების მაღალი რისკის ქვეყნებია ჩინეთი, ირანი, იტალია, სამხრეთ კორეა, გერმანია, ესპანეთი, ავსტრია, საფრანგეთი, შვეიცარია, ნორვეგია, დანია.
ძირითადი რეკომენდაციებია: ხელების ხშირი დაბანა; სახეზე/ თვალში / პირზე ხელის შეხებისგან თავი არიდება; ჰიგიენის დაცვა; ხველისა და ცემინების ეტიკეტის დაცვა; ქუჩაში ცხოველებთან ახლო, დაუცველი კონტაქტისგან თავის შეკავება.
- კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა - 43
- მათ შორის გამოჯანმრთელებული - 1
- კარანტინის რეჟიმში - 1925
- სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 271
მონაცემები განახლდება ყოველდღიურად