ხშირად დასმული კითხვები:

#StopCoV

ხშირად დასმული კითხვები:

COVID-19-ისთვის დამახასიათებელია სხეულის ტემპერატურის მომატება, ხველა, ყელის ტკივილი, ყნოსვის ან გემოს შეგრძნების დაკარგვა, თავისა და კუნთების ტკივლი, ზოგადი სისუსტე, ჰაერის უკმარისობის შეგრძნება ან მოსვენების დროს ქოშინი (რაც ადრე არ გქონიათ).

სუნთქვის უკმარისობა;

ტკვილი და/ან ზეწოლა გულ-მკერდის არეში;

ცნობიერების დარღვევა;

ძილიანობა;

უჩვეულო სიფერმკრთალე/ციანოზური ტუჩები და სახე.

COVID19 ინფიცირებულად ითვლება ადამიანი, რომელსაც ინფექცია დაუდასტურდა  ლაბორატორიაში ჩატარებული კვლევით (პჯრ ტესტი- PCR) ან სწრაფი ანტიგენ ტესტით.

  არ მქონია არავითარი შეხება კოვიდ-ინფიცირებულთან, მაგრამ მაინც გამომივლინდა COVID-19-ისთვის დამახასიათებელი სიმპტომები?

-        დაუკავშირდით თქვენს ოჯახის ექიმს. ხველება და ტემპერატურის მატება ახასიათებს სხვა ვირუსულ ინფექციებსაც. ამიტომ, თუ ახველებთ, გაქვთ სურდო ან ტემპერატურა, არ ნიშნავს, რომ აუცილებლად კოვიდ-ინფიცირებული ხართ. მიუხედავად ამისა, შესაძლებლობის ფარგლებში,  შეეცადეთ რამდენიმე დღე გაატაროთ იზოლაციაში. როგორც წესი, სხვა ვირუსული ინფექციით გამოწვეული სიმპტომები სტანდარტული მიმდინარეობისას 3-5 დღეში ქრება.

  თუ მქონდა შეხება ინფიცირებულთან და ამის შემდგომ გამომივლინდა სიმპტომები?

-        გადადით თვითიზოლაციაში 12 დღის განმავლობაში. დაუკავშირდით 112-ს, ან პირად ოჯახის ექიმს, რომელიც დიაგნოზის დადასტურების მიზნით გადაგამისამართებთ ტესტირებაზე.

მაღალი რისკის კონტაქტად  ითვლება პირი, რომელსაც სიმპტომების გაჩენამდე ან  ლაბორატორიული ნიმუშის აღებამდე 48 საათის განმავლობაში:

      ჰქონდა პირდაპირი შეხება COVID-19 ის დადასტურებულ შემთხვევასთან 1 მეტრზე ნაკლები დისტანციით 15 წუთზე მეტი დროით;

       ჰქონდა ფიზიკური კონტაქტი COVID-19 ის დადასტურებულ შემთხვევასთან;

       ჰქონდა დაუცველი უშუალო კონტაქტი COVID-19-ით ინფიცირებულის მიერ გამოყოფილ სეკრეტთან (მაგ: ხველის ან ცემინებისას);

       რომელიც დახურულ სივრცეში იმყოფებოდა (მაგ. სახლი, საკლასო ოთახი, შეხვედრების ოთახი, საავადმყოფოს მოსაცდელი ოთახი და ა.შ.) COVID-19 ის დადასტურებულ შემთხვევასთან 15 წუთზე მეტი ხნის განმავლობაში.

გადადით თვითიზოლაციაში.

დააკვირდით თქვენს ჯანმრთელობის მდგომარეობას, თუ აღმოაჩენთ, რომ გაგიჩნდათ COVID-19-ისთვის დამახასიათებელი სიმპტომები, დაუკავშირდით 112-ს ან პირად ოჯახის ექიმს, რის შემდეგაც მოხდება თქვენი გადამისამართება ტესტირებაზე.

 თუ დაგიდასტურდებათ COVID-19, ექიმი თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობისა და სიმპტომების შესაბამისად მიიიღებს ბინაზე მკურნალობის ან ჰოსპიტალიზაციის გადაწყვეტილებას.

თუ პასუხი უარყოფითია, განაგრძობთ თვითიზოლაციის წესების დაცვას.

       თუ გაქვთ საკუთარ სახლში სრულად იზოლირების შესაძლებლობა, დარჩით ბინაზე. დასაშვებია საერთო სველი წერტილის მოხმარება ჰიგიენის წესების დაცვით.  პირობების არქონის შემთხვევაში,  ინფორმაცია მიაწოდეთ 112-ს და მოხდება თქვენი გადაყვანა COVID-სასტუმროში;

        არ გახვიდეთ გარეთ;

        არ მიიღოთ სტუმრები;

        ოჯახის წევრებთან ფიზიკური კონტაქტი იქონიეთ მხოლოდ აუცილებელი საჭიროების დროს , რაც შესაძლებელია მცირე დროით და ფიზიკური დისტანციის დაცვით, პირბადის აუცილებელი გამოყენებით კონტაქტში მყოფი ყველა პირის მიერ;

        იქონიეთ  პირადი ჭურჭელი, თეთრეული და ჰიგიენის ნივთები;

        თუ თვითიზოლაციის პერიოდში არ გამოგივლინდათ COVID-19-ისთვის დამახასიათებელი არცერთი საეჭვო ნიშანი,  იზოლაცია სრულდება დაწყებიდან მე-12 დღეს.

წვეთოვანი და კონტაქტური გზით-მაგალითად, ხველის ან ცემინების დროს, ხელის ჩამორთმევით, სახესა და თვალთან დაუბანელი ხელის შეხებით,  დაავადებულ ადამიანთან მჭიდრო კონტაქტით.

ადამიანი გადამდები ხდება სიმპტომების დაწყებამდე 2 დღით (48 საათით) ადრე.

      მოერიდეთ ხალხმრავალ ადგილებს;

      გაიკეთეთ პირბადე დახურულ სივრცეებში, ხალხმრავალ ადგილებში და იმ ადამიანებთან ახლოს კონტაქტის დროს, რომლებსაც აქვთ კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები;

      დაიცავით 2 მეტრიანი ფიზიკური დისტანცია (პირბადის გამოყენების შემთხვევაშიც);

       ხშირად დაიბანეთ ხელი საპნითა და წყლით (40-60 წამის განმავლობაში) ან ალკოჰოლის შემცველი 70%იანი  ხსნარით (20-40 წამი);

       შესაძლებლობის ფარგლებში შეეცადეთ არ გადაადგილდეთ საზოგადოებრივი ტრანსპორტით.

საინკუბაციო პერიოდი (ვირუსის ორგანიზმში მოხვედრიდან პირველი სიმპტომების გამოვლენამდე  დროის პერიოდი) საშუალოდ 5-6 დღეა, თუმცა შეიძლება 14 დღემდეც გაგრძელდეს.

გადავდივარ თვითიზოლაციის რეჟიმში 12 დღის განმავლობაში (კონტაქტირებული ადამიანის დიაგნოზის გაგებინდან რაც შეიძლება მალე).

        დაავადების მიმდინარეობის დადგენის მიზნით გამოიყენება ანტიგენის სწრაფი ტესტი ან პჯდ (PCR) ტესტი, რომელიც ადგენს ცხვირ-ხახის ნაცხში ვირუსის არსებობას;

        ანტისხეულების ტესტი: COVID-19 IgM/IgG  ტესტი არის სწრაფი, რომელიც განსაზღვრავს   სისხლში, შრატსა და პლაზმაში  ვირუსის მიმართ ანტისხეულების არსებობას.  უსიმპტომო პაციენტებში, ან დაავადების ადრეულ ეტაპზე აღნიშნული ტესტის გაკეთება არ არის მიზანშეწონილი, რამდედანაც ანტისხეულების გამოყოფა იწყება სიმპტომების დაწყებიდან მე-5და მე-14 დღეს;

        საკუთარი ინიციატივით არცერთი ასეთი ტესტის გაკეთება არ არის რეკომენდებული.

დაუკავშირდით პირად ოჯახის ექიმს.

სახელმწიფოს მიერ ფინანსდება სავალდებულო ტესტირებას დაქვემდებარებული შემდეგი ჯგუფების ლაბორატორიული მომსახურება: 

       ნებისმიერ სამედიცინო დაწესებულებაში მოხვედრილი პაციენტი პნევმონიის დიაგნოზით ან ცხელებით მიმდინარე შემთხვევა, თუ ამავდროულად აღენიშნება რესპირაციული დაავადების ნიშნები. ან, ექიმის გადაწყვეტილებით, მხოლოდ ცხელების და/ან სხვა საეჭვო კლინიკური ნიშნების მქონე პირები (მათ შორის, ამბულატორიულად მისული პაციენტის ტესტირება, ტესტირების შედეგის მიღებამდე თვითიზოლაციის პირობების მკაცრი დაცვით);

       დადასტურებული შემთხვევების კონტაქტები, მხოლოდ თვითიზოლაციის ან/და კარანტინში ყოფნის (დადასტურებულ შემთხვევასთან ბოლო კონტაქტიდან 12 დღე) პერიოდში, მინიმალური – დაავადების ერთ-ერთი სიმპტომის გამოვლენის შემთხვევაში, ექიმის ან/და ეპიდემიოლოგის გადაწყვეტილებით;

       სამედიცინო პერსონალი

       სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ მყოფ პირთა დაწესებულებების პერსონალი და ბენეფიციარები და სხვა.

დეტალური ინფორმაცია ტესტირებას დაქვემდებარებული ჯგუფების შესახებ შეგიძლიათ იხილოთ https://matsne.gov.ge/ka/document/view/4896450?publication=9

სხვა შემთხვევაში, თუ ტესტს იკეთებთ საკუთარი სურვილით, მომსახურება არის ფასიანი.

https://www.ncdc.ge/Pages/User/News.aspx?ID=8dd7ef49-cc5f-40c9-88d2-822fe5ae7066

დაუკავშირდით ოჯახის ექიმს და დარეგისტრირდით ნაცხის ასაღებად. ტესტირება შესაძლებელია მითითებულ ბმულზე წარმოდგენილ ლაბორატორიებში.

       თუ დაგჭირდათ გეგმიური სამედიცინო მომსახურება, დაუკავშირდით თქვენს ექიმს, რომელი ინფექციის კონტროლის წესების დაცვით გაგიწევთ საჭირო მომსახურებას ან დაგაკვალიანებთ საჭირო ქმედებების თაობაზე;

        თუ გადაუდებელი სამედიცინო მომსახურების საჭიროების დროს მიმართეთ 112-ს.

უპირველეს ყოვლისა აუცილებელია ინფიცირებულთან ერთად სახლში მცხოვრები ოჯახის ყველა წევრი დარჩეს თვითიზოლაციაში. თუ თქვენი ოჯახის წევრი ექიმის გადაწყვეტილებით გადის ბინაზე მკურნალობას, აუცილებელია დაიცვათ რამდენიმე წესი, რათა შეამციროთ ვირუსის გადაცემის საფრთხე:

        ხშირად გაანიავეთ ოთახი გარე სივრცეში გამავალი ფანჯრის, კარის გაღებით. ინფიცირებულთან კონტაქტის აუცილებლობისას ყველა წევრმა უნდა გაიკეთოს პირბადე. იზოლაციაში მყოფ ოჯახის წევრთან აუცილებლობის გარდა ფიზიკური კოტაქტი მაქსიმალურად შეზღუდეთ. საეჭვო ინფიცირებული პირი სარგებლობს საკუთარი ჭურჭლით და საყოფაცხოვრებო ნივთებით.

        თუ შესაძლებელია, საეჭვო ინფიცირებული პირი სარგებლობს ცალკე აბაზანით და სან-ჰიგიენური კვანძით, სხვა შემთხვევაში საერთო საპირფარეშოს მოხმარების შემდეგ ინფიცირებულთან შეხებაში მყოფი ზედაპირები უნდა გაიწმინდოს სადეზინფექციო ხნსარით.

       საერთო სივრცეში ზედაპირები რაც შეიძლება ხშირად ვამუშავებთ სპირტიანი (60-80%) ხსნარით.

        ბინაზე მკურნალობის გადაწყვეტილება მიიღება, თუ COVID-19 დადასტურებულ პირს აღენიშნება მსუბუქი სიმპტომები ან უსიმპტომოა. ამავდროულად აუცილებელია პირს ჰქონდეს თვითიზოლაციის პირობები. აღნიშნული არ ვრცელდება ქრონიკული დაავადებების მქონე და 65 წელზე უფროსი ასაკის პირებზე. ასევე, 1 წლამდე ასაკის ბავშვებზე, რომელთა მკურნალობა აუცილებელია განხორციელდეს სამედიცინო დაწესებულებაში;

      თუ პირს აქვს მსუბუქი სიმპტომები, ან უსიმპტომოა, მაგრამ არ აქვს თვითიზოლაციის პირობები, 112-თან კონტაქტის შემდეგ განხორციელდება მისი გადაყვანა COVID -სასტუმროში;

       დაავადების მძიმე მიმდინარეობისას, ასევე ქრონიკული დაავადების მქონე და ხანდაზმული პირების შემთხვევაში, მკურნალობა ხორციელდება სამედიცინო დაწესებულებაში.

როგორც ჰოსპიტალიზაციის, ასევე ბინაზე მკურნალობის გადაწყვეტილება მიიღება მხოლოდ ექიმის შეფასებით, რომელიც დამყარებულია სახელმწიფოს მიერ გაწერილ პროტოკოლზე.

        სიმპტომიანი პაციენტის შემთხვევაში მკურნალობა დასრულებულია, თუ თვითიზოლაციიდან გასულია მინიმუმ 10 დღე და დამატებით 3 უსიმპტომო დღე;

        თუ დაავადება მიმდინარეობდა სრულიად უსიმპტომოდ, პაციენტი 10 დღე იმყოფება იზოლაციაში და მე-11 დღიდან იხსნება მეთვალყურეობიდან. ორივე შემთხვევაში გამოჯანმრთელებას ადასტურებს მკურნალი ოჯახის ექიმი.

        ჰოსპიტალიდან ბინაზე გაწერა ხორცილდება დამტკიცებული პროტოკოლის თანახმად ექიმის გადაწყვეტილებით.

აღნიშნულთან დაკავშირებით რეკომენდაციას იძლევა მკურნალი ექიმი, პაციენტის მდგომარეობის გათვალისწინებით.

      მკაცრად დაიცავით თვითიზოლაციის წესები;

      არ გახვიდეთ გარეთ;

      არ მიიღოთ სტუმრები;

      ოჯახის წევრებთან ფიზიკური კონტაქტი იქონიეთ მხოლოდ აუცილებელი საჭიროების დროს , რაც შესაძლებელია მცირე დროით და ფიზიკური დისტანციის დაცვით, პირბადის აუცილებელი გამოყენებით კონტაქტში მყოფი ყველა პირის მიერ;

      იქონიეთ  პირადი ჭურჭელი, თეთრეული და ჰიგიენის ნივთები;

       ხშირად გაანიავეთ ოთახი გარე სივრცეში გამავალი ფანჯრებით/კარით;

       არ მიიღოთ მედიკამენტები ექიმთან შეთანხმების გარეშე. COVID-19-ის მკურნალობა არის სიმპტომური და სიმპტომების მართვისათვის საჭირო თქვენთვის უსაფრთხო მედიკამენტების შესახებ ინფორმაციას მოგაწვდით ექიმი.

        თუ საკარანტინო ზონაში მოთავსებული პირი დასაქმებულია, ჯანდაცვის  სამინისტრო უფლებამოსილია, ასეთ პირებზე, მოთხოვნის შემთხვევაში, გასცეს საავადმყოფოს ფურცლის ტოლფასი ცნობა.

        სტაციონარში მოთავსებულ პირებზე ცნობა გაიცემა სტაციონარული დაწესებულების მიერ, ხოლო ბინაზე მეთვალყურეობის შემთხვევაში ცნობას გასცემს შესაბამისი ონლაინ-კლინიკა.

საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტის მქონე პირებისთვის, ქვეყანაში შემოსვლისათვის საჭიროა:

სასაზღვრო პუნქტებზე  წარადგინოს საქართველოში ვიზიტამდე უკანასკნელი 72 საათის განმავლობაში ჩატარებული PCR კვლევის დამადასტურებელი საბუთი, რის შემდგომაც ექვემდებარება თვითიზოლაციაში გადასვლას 8 დღით.  PCR ტესტის არმქონე პირი ექვემდებარება საკარანტინე სივრცეში გადასვლას. (აღნიშნული საკითხები რეგულირდება საქართველოს მთავრობის 322-ე დადგენილებით  და ექვემდებარება პერიოდულ განახლებას).

აღნიშნული ინფორმაცია განახლებადია და გამგზავრების დაგეგმვამდე უნდა გადაამოწმოთ იმ ქვეყნის სალეჩოში/საკონსულოში, სადაც აპირებთ გამგზავრებას.

უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის, COVID-19-თან დაკავშირებული ყველა სამედიცინო სერვისი ფასიანია.

       ხანდაზმულები;

        ქრონიკული დაავადების მქონე პირები (განსაკუთრებით, გულ-სისხლძარღვთა, ფილტვის ქრონიკული დაავადებები, შაქრიანი დიაბეტი, სიმსუქნე, ონკოლოგიური პათოლოგიები, აივ ინფექცია/შიდსი და სხვა).

უსიმპტომო პირებიც წარმოადგენენ ვირუსის გადაცემის წყაროს, თუმცა სიმპტომების არ არსებობის გამო, ვირუსის გამოყოფის ინტენსივობა ნაკლებია.

შესაძლებელია, ამიტომ აუცილებელია ყურადღებით ადევნოთ თვალყური დაავადების მიმდინარეობას და მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში, დაუყოვნებლივ მიმართოთ ოჯახის ექიმს.

დიახ, შესაძლებელია.

  • კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა - 139343 , ბოლო 24 საათში - 3759
  • მათ შორის გამოჯანმრთელებული - 117560 , ბოლო 24 საათში - 3574
  • მათ შორის გარდაცვლილი - 1303 , ბოლო 24 საათში - 36
  • კარანტინის რეჟიმში - 1978
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 6366
  • კოვიდ სასტუმროში მყოფი პირები - 3708

მონაცემები განახლდება ყოველდღიურად

ოფიციალური გვერდები
ჩარიცხულია
138 341 090
200-ლარიანი დახმარება 17 წლის ჩათვლით ბავშვებისთვის

იხილეთ ყველა სიახლე