ხშირად დასმული კითხვები:
#StopCoVხშირად დასმული კითხვები:
COVID-19-ისთვის დამახასიათებელია სხეულის ტემპერატურის მომატება, ხველა, ყელის ტკივილი, ყნოსვის ან გემოს შეგრძნების დაკარგვა, თავისა და კუნთების ტკივლი, ზოგადი სისუსტე, ჰაერის უკმარისობის შეგრძნება ან მოსვენების დროს ქოშინი (რაც ადრე არ გქონიათ).
► სუნთქვის უკმარისობა;
► ტკვილი და/ან ზეწოლა გულ-მკერდის არეში;
► ცნობიერების დარღვევა;
► ძილიანობა;
► უჩვეულო სიფერმკრთალე/ციანოზური ტუჩები და სახე.
COVID19 ინფიცირებულად ითვლება ადამიანი, რომელსაც ინფექცია დაუდასტურდა ლაბორატორიაში ჩატარებული კვლევით (პჯრ ტესტი- PCR) ან სწრაფი ანტიგენ ტესტით.
► არ მქონია არავითარი შეხება კოვიდ-ინფიცირებულთან, მაგრამ მაინც გამომივლინდა COVID-19-ისთვის დამახასიათებელი სიმპტომები?
- დაუკავშირდით თქვენს ოჯახის ექიმს. ხველება და ტემპერატურის მატება ახასიათებს სხვა ვირუსულ ინფექციებსაც. ამიტომ, თუ ახველებთ, გაქვთ სურდო ან ტემპერატურა, არ ნიშნავს, რომ აუცილებლად კოვიდ-ინფიცირებული ხართ. მიუხედავად ამისა, შესაძლებლობის ფარგლებში, შეეცადეთ რამდენიმე დღე გაატაროთ იზოლაციაში. როგორც წესი, სხვა ვირუსული ინფექციით გამოწვეული სიმპტომები სტანდარტული მიმდინარეობისას 3-5 დღეში ქრება.
► თუ მქონდა შეხება ინფიცირებულთან და ამის შემდგომ გამომივლინდა სიმპტომები?
- გადადით თვითიზოლაციაში 12 დღის განმავლობაში. დაუკავშირდით 112-ს, ან პირად ოჯახის ექიმს, რომელიც დიაგნოზის დადასტურების მიზნით გადაგამისამართებთ ტესტირებაზე.
მაღალი რისკის კონტაქტად ითვლება პირი, რომელსაც სიმპტომების გაჩენამდე ან ლაბორატორიული ნიმუშის აღებამდე 48 საათის განმავლობაში:
► ჰქონდა პირდაპირი შეხება COVID-19 ის დადასტურებულ შემთხვევასთან 1 მეტრზე ნაკლები დისტანციით 15 წუთზე მეტი დროით;
► ჰქონდა ფიზიკური კონტაქტი COVID-19 ის დადასტურებულ შემთხვევასთან;
► ჰქონდა დაუცველი უშუალო კონტაქტი COVID-19-ით ინფიცირებულის მიერ გამოყოფილ სეკრეტთან (მაგ: ხველის ან ცემინებისას);
► რომელიც დახურულ სივრცეში იმყოფებოდა (მაგ. სახლი, საკლასო ოთახი, შეხვედრების ოთახი, საავადმყოფოს მოსაცდელი ოთახი და ა.შ.) COVID-19 ის დადასტურებულ შემთხვევასთან 15 წუთზე მეტი ხნის განმავლობაში.
► გადადით თვითიზოლაციაში.
► დააკვირდით თქვენს ჯანმრთელობის მდგომარეობას, თუ აღმოაჩენთ, რომ გაგიჩნდათ COVID-19-ისთვის დამახასიათებელი სიმპტომები, დაუკავშირდით 112-ს ან პირად ოჯახის ექიმს, რის შემდეგაც მოხდება თქვენი გადამისამართება ტესტირებაზე.
► თუ დაგიდასტურდებათ COVID-19, ექიმი თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობისა და სიმპტომების შესაბამისად მიიიღებს ბინაზე მკურნალობის ან ჰოსპიტალიზაციის გადაწყვეტილებას.
► თუ პასუხი უარყოფითია, განაგრძობთ თვითიზოლაციის წესების დაცვას.
► თუ გაქვთ საკუთარ სახლში სრულად იზოლირების შესაძლებლობა, დარჩით ბინაზე. დასაშვებია საერთო სველი წერტილის მოხმარება ჰიგიენის წესების დაცვით. პირობების არქონის შემთხვევაში, ინფორმაცია მიაწოდეთ 112-ს და მოხდება თქვენი გადაყვანა COVID-სასტუმროში;
► არ გახვიდეთ გარეთ;
► არ მიიღოთ სტუმრები;
► ოჯახის წევრებთან ფიზიკური კონტაქტი იქონიეთ მხოლოდ აუცილებელი საჭიროების დროს , რაც შესაძლებელია მცირე დროით და ფიზიკური დისტანციის დაცვით, პირბადის აუცილებელი გამოყენებით კონტაქტში მყოფი ყველა პირის მიერ;
► იქონიეთ პირადი ჭურჭელი, თეთრეული და ჰიგიენის ნივთები;
► თუ თვითიზოლაციის პერიოდში არ გამოგივლინდათ COVID-19-ისთვის დამახასიათებელი არცერთი საეჭვო ნიშანი, იზოლაცია სრულდება დაწყებიდან მე-12 დღეს.
წვეთოვანი და კონტაქტური გზით-მაგალითად, ხველის ან ცემინების დროს, ხელის ჩამორთმევით, სახესა და თვალთან დაუბანელი ხელის შეხებით, დაავადებულ ადამიანთან მჭიდრო კონტაქტით.
ადამიანი გადამდები ხდება სიმპტომების დაწყებამდე 2 დღით (48 საათით) ადრე.
► მოერიდეთ ხალხმრავალ ადგილებს;
► გაიკეთეთ პირბადე დახურულ სივრცეებში, ხალხმრავალ ადგილებში და იმ ადამიანებთან ახლოს კონტაქტის დროს, რომლებსაც აქვთ კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები;
► დაიცავით 2 მეტრიანი ფიზიკური დისტანცია (პირბადის გამოყენების შემთხვევაშიც);
► ხშირად დაიბანეთ ხელი საპნითა და წყლით (40-60 წამის განმავლობაში) ან ალკოჰოლის შემცველი 70%იანი ხსნარით (20-40 წამი);
► შესაძლებლობის ფარგლებში შეეცადეთ არ გადაადგილდეთ საზოგადოებრივი ტრანსპორტით.
საინკუბაციო პერიოდი (ვირუსის ორგანიზმში მოხვედრიდან პირველი სიმპტომების გამოვლენამდე დროის პერიოდი) საშუალოდ 5-6 დღეა, თუმცა შეიძლება 14 დღემდეც გაგრძელდეს.
გადავდივარ თვითიზოლაციის რეჟიმში 12 დღის განმავლობაში (კონტაქტირებული ადამიანის დიაგნოზის გაგებინდან რაც შეიძლება მალე).
► დაავადების მიმდინარეობის დადგენის მიზნით გამოიყენება ანტიგენის სწრაფი ტესტი ან პჯდ (PCR) ტესტი, რომელიც ადგენს ცხვირ-ხახის ნაცხში ვირუსის არსებობას;
► ანტისხეულების ტესტი: COVID-19 IgM/IgG ტესტი არის სწრაფი, რომელიც განსაზღვრავს სისხლში, შრატსა და პლაზმაში ვირუსის მიმართ ანტისხეულების არსებობას. უსიმპტომო პაციენტებში, ან დაავადების ადრეულ ეტაპზე აღნიშნული ტესტის გაკეთება არ არის მიზანშეწონილი, რამდედანაც ანტისხეულების გამოყოფა იწყება სიმპტომების დაწყებიდან მე-5და მე-14 დღეს;
► საკუთარი ინიციატივით არცერთი ასეთი ტესტის გაკეთება არ არის რეკომენდებული.
დაუკავშირდით პირად ოჯახის ექიმს.
სახელმწიფოს მიერ ფინანსდება სავალდებულო ტესტირებას დაქვემდებარებული შემდეგი ჯგუფების ლაბორატორიული მომსახურება:
► ნებისმიერ სამედიცინო დაწესებულებაში მოხვედრილი პაციენტი პნევმონიის დიაგნოზით ან ცხელებით მიმდინარე შემთხვევა, თუ ამავდროულად აღენიშნება რესპირაციული დაავადების ნიშნები. ან, ექიმის გადაწყვეტილებით, მხოლოდ ცხელების და/ან სხვა საეჭვო კლინიკური ნიშნების მქონე პირები (მათ შორის, ამბულატორიულად მისული პაციენტის ტესტირება, ტესტირების შედეგის მიღებამდე თვითიზოლაციის პირობების მკაცრი დაცვით);
► დადასტურებული შემთხვევების კონტაქტები, მხოლოდ თვითიზოლაციის ან/და კარანტინში ყოფნის (დადასტურებულ შემთხვევასთან ბოლო კონტაქტიდან 12 დღე) პერიოდში, მინიმალური – დაავადების ერთ-ერთი სიმპტომის გამოვლენის შემთხვევაში, ექიმის ან/და ეპიდემიოლოგის გადაწყვეტილებით;
► სამედიცინო პერსონალი
► სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ მყოფ პირთა დაწესებულებების პერსონალი და ბენეფიციარები და სხვა.
დეტალური ინფორმაცია ტესტირებას დაქვემდებარებული ჯგუფების შესახებ შეგიძლიათ იხილოთ https://matsne.gov.ge/ka/document/view/4896450?publication=9
სხვა შემთხვევაში, თუ ტესტს იკეთებთ საკუთარი სურვილით, მომსახურება არის ფასიანი.
https://www.ncdc.ge/Pages/User/News.aspx?ID=8dd7ef49-cc5f-40c9-88d2-822fe5ae7066
დაუკავშირდით ოჯახის ექიმს და დარეგისტრირდით ნაცხის ასაღებად. ტესტირება შესაძლებელია მითითებულ ბმულზე წარმოდგენილ ლაბორატორიებში.
► თუ დაგჭირდათ გეგმიური სამედიცინო მომსახურება, დაუკავშირდით თქვენს ექიმს, რომელი ინფექციის კონტროლის წესების დაცვით გაგიწევთ საჭირო მომსახურებას ან დაგაკვალიანებთ საჭირო ქმედებების თაობაზე;
► თუ გადაუდებელი სამედიცინო მომსახურების საჭიროების დროს მიმართეთ 112-ს.
უპირველეს ყოვლისა აუცილებელია ინფიცირებულთან ერთად სახლში მცხოვრები ოჯახის ყველა წევრი დარჩეს თვითიზოლაციაში. თუ თქვენი ოჯახის წევრი ექიმის გადაწყვეტილებით გადის ბინაზე მკურნალობას, აუცილებელია დაიცვათ რამდენიმე წესი, რათა შეამციროთ ვირუსის გადაცემის საფრთხე:
► ხშირად გაანიავეთ ოთახი გარე სივრცეში გამავალი ფანჯრის, კარის გაღებით. ინფიცირებულთან კონტაქტის აუცილებლობისას ყველა წევრმა უნდა გაიკეთოს პირბადე. იზოლაციაში მყოფ ოჯახის წევრთან აუცილებლობის გარდა ფიზიკური კოტაქტი მაქსიმალურად შეზღუდეთ. საეჭვო ინფიცირებული პირი სარგებლობს საკუთარი ჭურჭლით და საყოფაცხოვრებო ნივთებით.
► თუ შესაძლებელია, საეჭვო ინფიცირებული პირი სარგებლობს ცალკე აბაზანით და სან-ჰიგიენური კვანძით, სხვა შემთხვევაში საერთო საპირფარეშოს მოხმარების შემდეგ ინფიცირებულთან შეხებაში მყოფი ზედაპირები უნდა გაიწმინდოს სადეზინფექციო ხნსარით.
► საერთო სივრცეში ზედაპირები რაც შეიძლება ხშირად ვამუშავებთ სპირტიანი (60-80%) ხსნარით.
► ბინაზე მკურნალობის გადაწყვეტილება მიიღება, თუ COVID-19 დადასტურებულ პირს აღენიშნება მსუბუქი სიმპტომები ან უსიმპტომოა. ამავდროულად აუცილებელია პირს ჰქონდეს თვითიზოლაციის პირობები. აღნიშნული არ ვრცელდება ქრონიკული დაავადებების მქონე და 65 წელზე უფროსი ასაკის პირებზე. ასევე, 1 წლამდე ასაკის ბავშვებზე, რომელთა მკურნალობა აუცილებელია განხორციელდეს სამედიცინო დაწესებულებაში;
► თუ პირს აქვს მსუბუქი სიმპტომები, ან უსიმპტომოა, მაგრამ არ აქვს თვითიზოლაციის პირობები, 112-თან კონტაქტის შემდეგ განხორციელდება მისი გადაყვანა COVID -სასტუმროში;
► დაავადების მძიმე მიმდინარეობისას, ასევე ქრონიკული დაავადების მქონე და ხანდაზმული პირების შემთხვევაში, მკურნალობა ხორციელდება სამედიცინო დაწესებულებაში.
როგორც ჰოსპიტალიზაციის, ასევე ბინაზე მკურნალობის გადაწყვეტილება მიიღება მხოლოდ ექიმის შეფასებით, რომელიც დამყარებულია სახელმწიფოს მიერ გაწერილ პროტოკოლზე.
► სიმპტომიანი პაციენტის შემთხვევაში მკურნალობა დასრულებულია, თუ თვითიზოლაციიდან გასულია მინიმუმ 10 დღე და დამატებით 3 უსიმპტომო დღე;
► თუ დაავადება მიმდინარეობდა სრულიად უსიმპტომოდ, პაციენტი 10 დღე იმყოფება იზოლაციაში და მე-11 დღიდან იხსნება მეთვალყურეობიდან. ორივე შემთხვევაში გამოჯანმრთელებას ადასტურებს მკურნალი ოჯახის ექიმი.
► ჰოსპიტალიდან ბინაზე გაწერა ხორცილდება დამტკიცებული პროტოკოლის თანახმად ექიმის გადაწყვეტილებით.
აღნიშნულთან დაკავშირებით რეკომენდაციას იძლევა მკურნალი ექიმი, პაციენტის მდგომარეობის გათვალისწინებით.
► მკაცრად დაიცავით თვითიზოლაციის წესები;
► არ გახვიდეთ გარეთ;
► არ მიიღოთ სტუმრები;
► ოჯახის წევრებთან ფიზიკური კონტაქტი იქონიეთ მხოლოდ აუცილებელი საჭიროების დროს , რაც შესაძლებელია მცირე დროით და ფიზიკური დისტანციის დაცვით, პირბადის აუცილებელი გამოყენებით კონტაქტში მყოფი ყველა პირის მიერ;
► იქონიეთ პირადი ჭურჭელი, თეთრეული და ჰიგიენის ნივთები;
► ხშირად გაანიავეთ ოთახი გარე სივრცეში გამავალი ფანჯრებით/კარით;
► არ მიიღოთ მედიკამენტები ექიმთან შეთანხმების გარეშე. COVID-19-ის მკურნალობა არის სიმპტომური და სიმპტომების მართვისათვის საჭირო თქვენთვის უსაფრთხო მედიკამენტების შესახებ ინფორმაციას მოგაწვდით ექიმი.
► თუ საკარანტინო ზონაში მოთავსებული პირი დასაქმებულია, ჯანდაცვის სამინისტრო უფლებამოსილია, ასეთ პირებზე, მოთხოვნის შემთხვევაში, გასცეს საავადმყოფოს ფურცლის ტოლფასი ცნობა.
► სტაციონარში მოთავსებულ პირებზე ცნობა გაიცემა სტაციონარული დაწესებულების მიერ, ხოლო ბინაზე მეთვალყურეობის შემთხვევაში ცნობას გასცემს შესაბამისი ონლაინ-კლინიკა.
2021 წლის 1 თებერვლიდან, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ამოქმედდა საქართველოში შემოსვლის ახალი წესები და პირობები:
კოვიდვაქცინით საქართველოში შემოსვლა:
ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქეს, რომელიც საზღვრის კვეთისას წარმოადგენს ნებისმიერი კოვიდვაქცინის სრული კურსის ჩატარების (ორი დოზა) დამადასტურებელ დოკუმენტს, შეეძლება საქართველოში საჰაერო გზით, ნებისმიერი ქვეყნიდან შემოსვლა.
კოვიდვაქცინის გარეშე საქართველოში შემოსვლა:
საქართველოს მოქალაქეებისათვის
საქართველოს მოქალაქე, საქართველოში ვიზიტამდე ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR ტესტის ნეგატიური პასუხის წარმოდგენის შემთხვევაში, სურვილისამებრ, დაექვემდებარება 8-დღიან თვითიზოლაციას (თვითიზოლაციის შეუძლებლობის შემთხვევაში – საკარანტინე სივრცეში გადასვლას) ან მე-3 დღეს სავალდებულო PCR ტესტირებას საკუთარი ხარჯით;
საქართველოში ვიზიტამდე ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR ტესტის არქონის შემთხვევაში – დაექვემდებარება 8-დღიან სავალდებულო თვითიზოლაციას (თვითიზოლაციის შეუძლებლობის შემთხვევაში – საკარანტინე სივრცეში გადასვლას);
ამასთან, პირები, რომლებსაც აქვთ უკანასკნელი 14 დღის განმავლობაში დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში მოგზაურობის ისტორია, 12 დღით დაექვემდებარებიან საკარანტინე სივრცეში გადასვლას.
უცხოელებისათვის
საქართველოში საჰაერო გზით შემოსვლის უფლება აქვთ ქვემოთ მითითებული სახელმწიფოების მოქალაქეებსა და ამავე ქვეყნებში ბინადრობის (ცხოვრების) უფლების მქონე პირებს:
ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები
ისრაელის სახელმწიფო
შვეიცარიის კონფედერაცია
ნორვეგიის სამეფო
ამერიკის შეერთებული შტატები
დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფო
საუდის არაბეთის სამეფო
კატარის სახელმწიფო
არაბთა გაერთიანებული საამიროები
ბაჰრეინის სამეფო
თურქეთის რესპუბლიკა
აზერბაიჯანის რესპუბლიკა
სომხეთის რესპუბლიკა
უკრაინა
ბელარუსის რესპუბლიკა
ყაზახეთის რესპუბლიკა
რუსეთის ფედერაცია
საქართველოში შემოსასვლელად ისინი უნდა აკმაყოფილებდნენ შემდეგ პირობებს:
საქართველოში უნდა გამოემგზავრონ საჰაერო გზით, ამავე ქვეყნებიდან, მათ შორის, მესამე ქვეყნების ტრანზიტული მგზავრობისთვის გამოყენების უფლებით. (სახმელეთო და საზღვაო საზღვრები კვლავ დაკეტილია);
სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე უნდა წარადგინონ საზღვრის კვეთამდე უკანასკნელი 72 საათის განმავლობაში ჩატარებული PCR კვლევის დამადასტურებელი დოკუმენტი;
საზღვრის კვეთიდან მე-3 დღეს, უნდა ჩაიტარონ PCR კვლევა, საკუთარი ხარჯებით;
საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადმოკვეთამდე უნდა შეავსონ სპეციალური ელექტრონული ანკეტა, სადაც უნდა მიეთითოს ბოლო 14 დღის მოგზაურობის ისტორია, საქართველოში ვიზიტის დროს განსაზღვრული ადგილსამყოფელი, საკონტაქტო ინფორმაცია და ა.შ;
პირები, რომლებსაც უფიქსირდებათ უკანასკნელი 14 დღის განმავლობაში დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში მოგზაურობის ისტორია, 12 დღით დაექვემდებარებიან საკარანტინე სივრცეში გადასვლას. ამ შემთხვევაში, PCR ტესტის საზღვარზე წარდგენა, ისევე როგორც, მე-3 დღეს PCR კვლევის ჩატარება აღარ არის სავალდებულო.
აღნიშნული ინფორმაცია განახლებადია და გამგზავრების დაგეგმვამდე უნდა გადაამოწმოთ იმ ქვეყნის საელჩოში/საკონსულოში, სადაც აპირებთ გამგზავრებას.
უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის, COVID-19-თან დაკავშირებული ყველა სამედიცინო სერვისი ფასიანია.
► ხანდაზმულები;
► ქრონიკული დაავადების მქონე პირები (განსაკუთრებით, გულ-სისხლძარღვთა, ფილტვის ქრონიკული დაავადებები, შაქრიანი დიაბეტი, სიმსუქნე, ონკოლოგიური პათოლოგიები, აივ ინფექცია/შიდსი და სხვა).
უსიმპტომო პირებიც წარმოადგენენ ვირუსის გადაცემის წყაროს, თუმცა სიმპტომების არ არსებობის გამო, ვირუსის გამოყოფის ინტენსივობა ნაკლებია.
შესაძლებელია, ამიტომ აუცილებელია ყურადღებით ადევნოთ თვალყური დაავადების მიმდინარეობას და მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში, დაუყოვნებლივ მიმართოთ ოჯახის ექიმს.
დიახ, შესაძლებელია.
- ერთჯერადი 300 ლარიანი კომპენსაციის მიღების უფლება აქვთ კორონავირუსის ეპიდემიის/პანდემიის გავრცელების პერიოდში დაზარალებულ:
– დაქირავებულს, თუ ის 2020 წლის 27 ნოემბრის მდგომარეობით დაქირავებით საქმიანობას ეწეოდა იმ დამქირავებლის სასარგებლოდ, რომელსაც 28 ნოემბრიდან დაწესებული შეზღუდვების გამო შეჩერებული აქვს საქმიანობის განხორციელების/ობიექტზე მომხმარებელთა სარეალიზაციო სივრცეში დაშვების/წვდომის უფლება და ამ პერიოდიდან ამავე დამქირავებლისაგან არ იღებს ხელფასს (მათ შორის, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის/შეჩერების გამო);
– ინდივიდუალურ მეწარმეებს, მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკურ პირებს, ფიქსირებული გადასახადის გადამხდელ ფიზიკურ პირებსა და მიკრობიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკურ პირებს, რომლებიც მიმდინარე წლის მეოთხე კვარტალში ეწეოდნენ ეკონომიკურ საქმიანობას და 2020 წლის 28 ნოემბრიდან დაწესებული შეზღუდვების გამო შეჩერებული აქვთ საქმიანობის განხორციელების/ობიექტზე მომხმარებელთა სარეალიზაციო სივრცეში დაშვების/წვდომის უფლება და რომლებიც არ იღებენ დაფინანსებას ბიუჯეტიდან;
– ზემოაღნიშნული პირების გარდა, ნებისმიერ ფიზიკურ პირს (თვითდასაქმებული პირი), რომელიც ფაქტობრივად ეწეოდა ეკონომიკურ საქმიანობას საქართველოში გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებული იმ პირის ობიექტზე, რომელსაც 28 ნოემბრიდან დაწესებული შეზღუდვების გამო შეჩერებული აქვს საქმიანობის განხორციელების/ობიექტზე მომხმარებელთა სარეალიზაციო სივრცეში დაშვების/წვდომის უფლება.
დაქირავებით დასაქმებულთათვის ერთჯერადი 300 ლარიანი კომპენსაციის გაცემის მიზნით:
დამქირავებელი, რომელსაც 28 ნოემბრიდან დაწესებული შეზღუდვების გამო შეჩერებული აქვს საქმიანობის განხორციელების/ობიექტზე მომხმარებელთა სარეალიზაციო სივრცეში დაშვების/წვდომის უფლება, 2020 წლის 3 დეკემბრიდან 2020 წლის 24 დეკემბრამდე შემოსავლების სამსახურს წარუდგენს ინფორმაციას განცხადების „დამქირავებლის/ობიექტის მფლობელის მიერ წარდგენილი ინფორმაცია იმ პირების შესახებ, რომლებსაც აქვთ კომპენსაციის მიღების უფლება (COVID-19)“ ფორმით დაქირავებულთა შესახებ, რომლებიც ამ დამქირავებლის სასარგებლოდ დაქირავებით საქმიანობას ეწეოდნენ 2020 წლის 27 ნოემბრის მდგომარეობით და რომლებზეც 2020 წლის 28 ნოემბრიდან 2020 წლის 24 დეკემბრამდე პერიოდში ამავე დამქირაველისგან არ გაცემულა ხელფასი (მათ შორის, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის/შეჩერების გამო).
დამატებით გაცნობებთ, რომ მეწარმე ფიზიკური პირს (გარდა ინდივიდუალურ მეწარმედ რეგისტრირებული ფიზიკური პირისა), რომელსაც „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 26 ნოემბრის №699 დადგენილებით 2020 წლის 28 ნოემბრიდან დაწესებული შეზღუდვების გამო შეჩერებული აქვს საქმიანობის განხორციელების/ობიექტზე მომხმარებელთა სარეალიზაციო სივრცეში დაშვების/წვდომის უფლება და ყავს 2020 წლის 27 ნოემბრის მდგომარეობით დაქირავებული ფიზიკური პირი და ამ დასაქმებულზე 2020 წლის 28 ნოემბრიდან 2020 წლის 24 დეკემბრამდე პერიოდში არ გაუცია ხელფასი (მათ შორის, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის/შეჩერების გამო), დაქირავებით დასაქმებულთათვის ერთჯერადი 300 ლარიანი კომპენსაციის გაცემის მიზნით განცხადების დასარეგისტრირებლად მიმართავენ შემოსავლების სამსახურის სერვის-ცენტრებს.
მოცემულ შემთხვევაში აღნიშნულმა საწარმომ, რომელიც აგრძელებს თავის ეკონომიკურ საქმიანობას, საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული პირობების დაცვით, დისტანციურად უნდა წარადგინოს განცხადება „დამქირავებლის/ობიექტის მფლობელის მიერ წარდგენილი ინფორმაცია იმ პირების შესახებ, რომლებსაც აქვთ კომპენსაციის მიღების უფლება“ იმ დაქირავებით დასაქმებულ ფიზიკურ პირთა შესახებ, რომლებიც ამ დამსაქმებელთან დაქირავებით საქმიანობას ეწეოდა 2020 წლის 27 ნოემბრის მდგომარეობით და რომლებზეც 2020 წლის 28 ნოემბრიდან 2020 წლის 24 დეკემბრამდე პერიოდში ამავე დამქირავებლისგან არ გაცემულა ხელფასი (მათ შორის, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის/შეჩერების გამო).
განვიხილოთ რამდენიმე მაგალითი:
მაგალითად, ფიზიკური პირი დაქირავებით საქმიანობას ეწეოდა საწარმოში (2020 წლის 27 ნოემბრის მდგომარეობით), რომელსაც „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 26 ნოემბრის №699 დადგენილებით 2020 წლის 28 ნოემბრიდან დაწესებული შეზღუდვების გამო შეჩერებული აქვს ობიექტზე მომხმარებელთა სარეალიზაციო სივრცეში დაშვების/წვდომის უფლება დაქირავებულ ფიზიკურ პირზე 2020 წლის 28 ნოემბრიდან 2020 წლის 24 დეკემბრამდე პერიოდში დაფიქსირდა ხელფასის სახით განაცემი 2020 წლის 10 დეკემბერს. მოცემულ შემთხვევაში საწარმომ არ უნდა წარადგინოს ინფორმაცია აღნიშნულ დასაქმებულზე შემოსავლების სამსახურში ერთჯერადი 300 ლარიანი კომპენსაციის გაცემის მიზნით.
მაგალითად, ფიზიკური პირი დაქირავებით საქმიანობას ეწეოდა საწარმოში (2020 წლის 27 ნოემბრის მდგომარეობით), რომელსაც „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 26 ნოემბრის №699 დადგენილებით 2020 წლის 28 ნოემბრიდან დაწესებული შეზღუდვების გამო შეჩერებული აქვს ობიექტზე მომხმარებელთა სარეალიზაციო სივრცეში დაშვების/წვდომის უფლება, დაქირავებულ ფიზიკურ პირზე 2020 წლის 28 ნოემბრიდან 2020 წლის 24 დეკემბრამდე პერიოდში ხელფასის გაცემა არ ფიქსირდება. მოცემულ შემთხვევაში, საწარმომ უნდა წარადგინოს ინფორმაცია აღნიშნულ დასაქმებულზე შემოსავლების სამსახურში ერთჯერადი 300 ლარიანი კომპენსაციის გაცემის მიზნით.
დაქირავებით დასაქმებულთა ერთჯერადი 300 ლარიანი კომპენსაციის გაცემის მიზნით განცხადებას/ინფორმაციას შემოსავლების სამსახურში წარადგენს მხოლოდ ის დამსაქმებელი, რომელსაც „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 26 ნოემბრის №699 დადგენილებით 2020 წლის 28 ნოემბრიდან დაწესებული შეზღუდვების გამო შეჩერებული აქვს საქმიანობის განხორციელების/ობიექტზე მომხმარებელთა სარეალიზაციო სივრცეში დაშვების/წვდომის უფლება.
ინდივიდუალურ მეწარმეები, მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკურ პირები, ფიქსირებული გადასახადის გადამხდელი ფიზიკურ პირები და მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკურ პირები 2020 წლის 3 დეკემბრიდან 2020 წლის 24 დეკემბრამდე, გადასახადის გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდიდან ავსებენ შემდეგი განაცხადის ფორმას „რეგისტრირებული თვითდასაქმებული პირის მიერ კომპენსაციის მოთხოვნის შესახებ (COVID-19)“. ასევე, აღნიშნულ პირებს არასრული/დაუზუსტებელი ინფორმაცია შეუძლიათ დააზუსტონ არაუგვიანეს 2020 წლის 28 დეკემბრისა.
დიახ, უნდა წარადგინონ განცხადება ზემოთაღნიშნულმა ინდივიდუალურმა მეწარმეებმა, მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკურმა პირებმა, ფიქსირებული გადასახადის გადამხდელმა ფიზიკურმა პირებმა და მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკურმა პირებმა თუ მათ „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის N322 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 26 ნოემბრის N699 დადგენილებით, 2020 წლის 28 ნოემბრიდან დაწესებული შეზღუდვების გამო, შეჩერებული აქვთ საქმიანობის განხორციელების/ობიექტზე მომხმარებელთა სარეალიზაციო სივრცეში დაშვების/წვდომის უფლება, მიუხედავად იმისა აგრძელებენ თუ არა დისტანციურად პროდუქტების საცალო/საბითუმო მიწოდებას.
გარდა დაქირავებით დასაქმებული ფიზიკური პირების, ინდივიდუალურ მეწარმეების, მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკური პირების, ფიქსირებული გადასახადის გადამხდელი ფიზიკური პირებისა და მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირებისა, ერთჯერადი 300 ლარიანი კომპენსაციის მიღების უფლება აქვს ნებისმიერ ფიზიკურ პირს (თვითდასაქმებული პირი), რომელიც ფაქტობრივად ეწეოდა ეკონომიკურ საქმიანობას საქართველოში გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებული იმ პირის ობიექტზე, რომელსაც „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 26 ნოემბრის №699 დადგენილებით 2020 წლის 28 ნოემბრიდან დაწესებული შეზღუდვების გამო შეჩერებული აქვს საქმიანობის განხორციელების/ობიექტზე მომხმარებელთა სარეალიზაციო სივრცეში დაშვების/წვდომის უფლება.
აღნიშნულ პირებზე კომპენსაციის გაცემის მიზნით, საქართველოში გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებული დამქირავებელი/ობიექტის მფლობელი (გარდა არამეწარმე ფიზიკური პირისა), რომელსაც „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 26 ნოემბრის №699 დადგენილებით 2020 წლის 28 ნოემბრიდან დაწესებული შეზღუდვების გამო შეჩერებული აქვს საქმიანობის განხორციელების/ობიექტზე მომხმარებელთა სარეალიზაციო სივრცეში დაშვების/წვდომის უფლება, 2020 წლის 3 დეკემბრიდან 2020 წლის 24 დეკემბრამდე შემოსავლების სამსახურს წარუდგენს ინფორმაციას განცხადების „დამქირავებლის/ობიექტის მფლობელის მიერ წარდგენილი ინფორმაცია იმ პირების შესახებ, რომლებსაც აქვთ კომპენსაციის მიღების უფლება (COVID-19)“ ფორმით.
დამქირავებელი/ობიექტის მფლობელი (გარდა არამეწარმე ფიზიკური პირისა) დადგენილ ვადაში განაცხადის წარუდგენლობის ან/და არასწორად წარდგენის შემთხვევაში, უფლებამოსილია დააზუსტოს/წარადგინოს განაცხადი არაუგვიანეს 2020 წლის 28 დეკემბრისა.
„ახალი კორონავირუსით (SARS-COV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) შედეგად მიყენებული ზიანის შემსუბუქების მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 4 მაისის N286 დადგენილებაში მიმდინარე წლის 02 დეკემბერს განხორციელებული ცვლილების N 720 შესაბამისად განსაზღვრული დაქირავებით დასაქმებულისა და თვითდასაქმებული პირებისათვის კომპენსაცია გაიცემა ერთჯერადად 300 (სამასი) ლარის ოდენობით.
- კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა - 274045 , ბოლო 24 საათში - 395
- მათ შორის გამოჯანმრთელებული - 267421 , ბოლო 24 საათში - 310
- მათ შორის გარდაცვლილი - 3622 , ბოლო 24 საათში - 9
- ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით - 24594, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით - 15065, PCR ტესტით - 9529
- დადებითობის მაჩვენებელი: დღიური - 1,61%, ბოლო 14 დღის - 1,5%, ბოლო 7 დღის - 1,83%
- კარანტინის რეჟიმში - 252
- სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 1324
- კლინიკურ სასტუმროში მყოფი პირები - 133
მონაცემები განახლდება ყოველდღიურად