ხშირად დასმული კითხვები:

#StopCoV

ხშირად დასმული კითხვები:

COVID-19-ისთვის დამახასიათებელია სხეულის ტემპერატურის მომატება, ხველა, ყელის ტკივილი, ყნოსვის ან გემოს შეგრძნების დაკარგვა, თავისა და კუნთების ტკივლი, ზოგადი სისუსტე, ჰაერის უკმარისობის შეგრძნება, ან მოსვენების დროს ქოშინი (რაც ადრე არ გქონიათ).

სუნთქვის უკმარისობა

 ტკვილი და/ან ზეწოლა გულ-მკერდის არეში

ცნობიერების დარღვევა

ძილიანობა

უჩვეულო სიფერმკრთალე/ციანოზური ტუჩები და სახე

COVID19 ინფიცირებულად ითვლება ადამიანი, რომელსაც ინფექცია დაუდასტურდა  ლაბორატორიაში ჩატარებული კვლევით (პჯრ ტესტი- PCR) ან სწრაფი ანტიგენ ტესტით.

  არ მქონია არავითარი შეხება კოვიდ-ინფიცირებულთან, მაგრამ მაინც გამომივლინდა COVID-19-ისთვის დამახასიათებელი სიმპტომები?

- დაუკავშირდით თქვენს ოჯახის ექიმს. ხველება და ტემპერატურის მატება ახასიათებს სხვა ვირუსულ ინფექციებსაც. ამიტომ, თუ ახველებთ, გაქვთ სურდო ან ტემპერატურა, არ ნიშნავს, რომ აუცილებლად კოვიდ-ინფიცირებული ხართ. მიუხედავად ამისა, შესაძლებლობის ფარგლებში,  შეეცადეთ რამდენიმე დღე გაატაროთ იზოლაციაში. როგორც წესი, სხვა ვირუსული ინფექციით გამოწვეული სიმპტომები, სტანდარტული მიმდინარეობისას 3-5 დღეში ქრება.

  თუ მქონდა შეხება ინფიცირებულთან და ამის შემდგომ გამომივლინდა სიმპტომები?

- გადადით იზოლაციაში კონტაქტიდან 12 დღის განმავლობაში. დაუკავშირდით 112-ს, ან პირად ოჯახის ექიმს, რომელიც დიაგნოზის დადასტურების მიზნით გადაგამისამართებთ ტესტირებაზე.

მაღალი რისკის კონტაქტად  ითვლება პირი, რომელსაც სიმპტომების გაჩენამდე ან  ლაბორატორიული ნიმუშის აღებამდე 48 საათის განმავლობაში:

 ჰქონდა პირდაპირი შეხება COVID-19 ის დადასტურებულ შემთხვევასთან 1 მეტრზე ნაკლები დისტანციით 15 წუთზე მეტი დროით;

 ჰქონდა ფიზიკური კონტაქტი COVID-19 ის დადასტურებულ შემთხვევასთან;

 ჰქონდა დაუცველი უშუალო კონტაქტი COVID-19-ით ინფიცირებულის მიერ გამოყოფილ სეკრეტთან (მაგ: ხველის ან ცემინებისას)

 რომელიც დახურულ სივრცეში იმყოფებოდა (მაგ. სახლი, საკლასო ოთახი, შეხვედრების ოთახი, საავადმყოფოს მოსაცდელი ოთახი და ა.შ.) COVID-19 ის დადასტურებულ შემთხვევასთან 15 წუთზე მეტი ხნის განმავლობაში.

გადადით იზოლაციაში (შესაძლებელია ბინაზე ან, შესაბამის საიზოლაციო  სასტუმროში) კონტაქტიდან 12 დღის განმავლობაში.

დააკვირდით თქვენს ჯანმრთელობის მდგომარეობას, თუ აღმოაჩენთ, რომ გაგიჩნდათ COVID-19-ისთვის დამახასიათებელი სიმპტომები, დაუკავშირდით 112-ს ან პირად ოჯახის ექიმს, რის შემდეგაც მოხდება თქვენი გადამისამართება ტესტირებაზე.

 თუ დაგიდასტურდებათ COVID-19, ექიმი თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობისა და სიმპტომების შესაბამისად მიიღებს ბინაზე მკურნალობის ან ჰოსპიტალიზაციის გადაწყვეტილებას.

 

თუ პასუხი უარყოფითია, განაგრძობთ იზოლაციის წესების დაცვას. თუ თვითიზოლაციის პერიოდში არ გამოგივლინდათ COVID-19-ისთვის დამახასიათებელი არცერთი საეჭვო ნიშანი,  იზოლაცია სრულდება დაწყებიდან მე-12 დღეს.

თუ გაქვთ საკუთარ სახლში სრულად იზოლირების შესაძლებლობა, დარჩით ბინაზე. დასაშვებია საერთო სველი წერტილის მოხმარება ჰიგიენის წესების დაცვით.  პირობების არქონის შემთხვევაში,  ინფორმაცია მიაწოდეთ 112-ს და მოხდება თქვენი გადაყვანა COVID-სასტუმროში.

  არ გახვიდეთ გარეთ;

  არ მიიღოთ სტუმრები;

  ოჯახის წევრებთან ფიზიკური კონტაქტი იქონიეთ მხოლოდ აუცილებელი საჭიროების დროს , რაც შესაძლებელია მცირე დროით და ფიზიკური დისტანციის დაცვით, პირბადის აუცილებელი გამოყენებით კონტაქტში მყოფი ყველა პირის მიერ;

 

იქონიეთ  პირადი ჭურჭელი, თეთრეული და ჰიგიენის ნივთები.

წვეთოვანი და კონტაქტური გზით-მაგალითად, ხველის ან ცემინების დროს, ხელის ჩამორთმევით, სახესა და თვალთან დაუბანელი ხელის შეხებით,  დაავადებულ ადამიანთან მჭიდრო კონტაქტით.

ადამიანი გადამდები ხდება სიმპტომების დაწყებამდე 2 დღით (48 საათით) ადრე.

კორონავირუსისგან თავის დაცვის ყველაზე ეფექტური საშუალება არის ვაქცინაცია.

ინფიცირების პრევენციისთვის გაითვალისწინეთ შემდეგი დამატებითი რეკომენდაციები:

 მოერიდეთ ხალხმრავალ ადგილებს

გაიკეთეთ პირბადე დახურულ სივრცეებში, ხალხმრავალ ადგილებში და იმ ადამიანებთან ახლოს კონტაქტის დროს, რომლებსაც აქვთ კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები.

დაიცავით 2 მეტრიანი ფიზიკური დისტანცია (პირბადის გამოყენების შემთხვევაშიც)

ხშირად დაიბანეთ ხელი საპნითა და წყლით (40-60 წამის განმავლობაში) ან ალკოჰოლის შემცველი 70%იანი  ხსნარით (20-40 წამი).

საინკუბაციო პერიოდი (ვირუსის ორგანიზმში მოხვედრიდან პირველი სიმპტომების გამოვლენამდე  დროის პერიოდი) საშუალოდ 5-6 დღეა, თუმცა შეიძლება 14 დღემდეც გაგრძელდეს.

გადავდივარ თვითიზოლაციის რეჟიმში 12 დღის განმავლობაში (კონტაქტირებული ადამიანის დიაგნოზის გაგებინდან რაც შეიძლება მალე).

 

 დაავადების მიმდინარეობის დადგენის მიზნით გამოიყენება ანტიგენის სწრაფი ტესტი ან პჯრ (PCR) ტესტი, რომელიც ადგენს ცხვირ-ხახის ნაცხში ვირუსის არსებობას.

 COVID-19 IgM/IgG  ანტისხეულების ტესტი არის სწრაფი ტესტი, რომელიც განსაზღვრავს   სისხლში, შრატსა და პლაზმაში  ვირუსის მიმართ ანტისხეულების არსებობას.  უსიმპტომო პაციენტებში, ან დაავადების ადრეულ ეტაპზე აღნიშნული ტესტის გაკეთება არ არის მიზანშეწონილი, რამდენადაც ანტისხეულების გამოყოფა იწყება სიმპტომების დაწყებიდან მე-5 და მე-14 დღეს.

 

დაუკავშირდით პირად ოჯახის ექიმს.

სახელმწიფოს მიერ ფინანსდება სავალდებულო ტესტირებას დაქვემდებარებული ჯგუფების (განსაზღვრულია N975 განკარგულებით) ლაბორატორიული მომსახურება, მათ შორის:

  სტაციონარულ (მ. შ., დღის სტაციონარსა და ემერჯენსში) დაწესებულებაში ჰოსპიტალიზებული პაციენტები, სიმპტომების მიუხედავად;

  ნებისმიერ სამედიცინო დაწესებულებაში მოხვედრილი პაციენტი პნევმონიის დიაგნოზით ან ცხელებით მიმდინარე შემთხვევა, თუ ამავდროულად აღენიშნება რესპირაციული დაავადების ნიშნები. ან, ექიმის გადაწყვეტილებით, მხოლოდ ცხელების და/ან სხვა საეჭვო კლინიკური ნიშნების მქონე პირები (მათ შორის, ამბულატორიულად მისული პაციენტის ტესტირება, ტესტირების შედეგის მიღებამდე თვითიზოლაციის პირობების მკაცრი დაცვით);

  სამედიცინო პერსონალი;

  დიალიზზე მყოფი პაციენტები და მათი მომსახურე პერსონალი;

  სახელმწიფო ზრუნვის ქვეს მყოფ პირთა დაწესებულებების პერსონალი და ბენეფიციარები;

  საქართველოში შემოსული, ასევე ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადმოსული ის პირები, რომლებიც იმყოფებიან საკარანტინე სივრცეებში და მათი მომსახურე პერსონალი და სხვა;

  დეტალური ინფორმაცია ტესტირებას დაქვემდებარებული ჯგუფების შესახებ შეგიძლიათ იხილოთ https://matsne.gov.ge/ka/document/view/4896450?publication=9

  უცხოეთიდან ჩამოსული ნებისმიერი, არავაქცინირებული ან არასრულად ვაქცინირებული პირი, რომელიც 8 დღიანი თვითიზოლაციის ნაცვლად, ვალდებულია მე-3 დღეს საკუთარი ხარჯით ჩაიტაროს PCR ტესტი. https://matsne.gov.ge/ka/document/download/4877009/112/ge/pdf?fbclid=IwAR2vaeYB2wiM6LPAzwj90v0k23xku9QSnotr2GCqhn9qjRxpjH6HVZLH49I

  სხვა შემთხვევაში, თუ ტესტს იკეთებთ საკუთარი სურვილით, მომსახურება არის ფასიანი.

დაუკავშირდით ოჯახის ექიმს და დარეგისტრირდით ნაცხის ასაღებად. ანტიგენის სწრაფი ტესტირება შესაძლებელია მითითებულ ბმულზე წარმოდგენილ ლაბორატორიებში https://stopcov.ge/ka/klinikebi

 თუ დაგჭირდათ გეგმური სამედიცინო მომსახურება, დაუკავშირდით თქვენს ექიმს, რომელიც ინფექციის კონტროლის წესების დაცვით გაგიწევთ საჭირო მომსახურებას, ან, დაგაკვალიანებთ საჭირო ქმედებების თაობაზე.

 გადაუდებელი სამედიცინო მომსახურების საჭიროების დროს მიმართეთ 112-ს.

უპირველეს ყოვლისა აუცილებელია ინფიცირებულთან ერთად სახლში მცხოვრები ოჯახის ყველა წევრი დარჩეს იზოლაციაში. თუ თქვენი ოჯახის წევრი ექიმის გადაწყვეტილებით გადის ბინაზე მკურნალობას, აუცილებელია დაიცვათ რამდენიმე წესი, რათა შეამციროთ ვირუსის გადაცემის საფრთხე:

  ხშირად გაანიავეთ ოთახი გარე სივრცეში გამავალი ფანჯრის, კარის გაღებით. ინფიცირებულთან კონტაქტის აუცილებლობისას ყველა წევრმა უნდა გაიკეთოს პირბადე. იზოლაციაში მყოფ ოჯახის წევრთან აუცილებლობის გარდა ფიზიკური კოტაქტი მაქსიმალურად შეზღუდეთ. საეჭვო ინფიცირებული პირი სარგებლობს საკუთარი ჭურჭლით და საყოფაცხოვრებო ნივთებით.

თუ შესაძლებელია, საეჭვო ინფიცირებული პირი სარგებლობს ცალკე აბაზანით და სან-ჰიგიენური კვანძით, სხვა შემთხვევაში საერთო საპირფარეშოს მოხმარების შემდეგ ინფიცირებულთან შეხებაში მყოფი ზედაპირები უნდა გაიწმინდოს სადეზინფექციო ხსნარით.

 

საერთო სივრცეში ზედაპირები რაც შეიძლება ხშირად დაამუშავეთ სპირტიანი (60-80%) ხსნარით.

 ბინაზე მკურნალობის გადაწყვეტილება მიიღება ოჯახის ექიმის მიერ, თუ COVID-19 დადასტურებულ პირს აღენიშნება მსუბუქი სიმპტომები ან უსიმპტომოა. ამავდროულად, აუცილებელია პირს ჰქონდეს თვითიზოლაციის პირობები.

 თუ პირს აქვს მსუბუქი სიმპტომები, ან უსიმპტომოა, მაგრამ არ აქვს თვითიზოლაციის პირობები, 112-თან კონტაქტის შემდეგ განხორციელდება მისი გადაყვანა COVID -სასტუმროში.

  ბინაზე მკურნალობის გადაწყვეტილებას იღებს ოჯახის ექიმი პაციენტის ზოგადი მდგომარეობის გათვალისწინებით სახელმწიფო მიერ დამტკიცებული პროტოკოლის შესაბამისად.

 

როგორც ჰოსპიტალიზაციის, ასევე ბინაზე მკურნალობის გადაწყვეტილება მიიღება მხოლოდ ექიმის შეფასებით, რომელიც დამყარებულია პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე

 სიმპტომიანი პაციენტის შემთხვევაში მკურნალობა დასრულებულია, თუ იზოლაციიდან გასულია მინიმუმ 10 დღე და დამატებით 3 უსიმპტომო დღე;

თუ დაავადება მიმდინარეობდა სრულიად უსიმპტომოდ, პაციენტი 10 დღე იმყოფება იზოლაციაში და მე-11 დღიდან იხსნება მეთვალყურეობიდან. ორივე შემთხვევაში გამოჯანმრთელებას ადასტურებს მკურნალი ოჯახის ექიმი;

 

ჰოსპიტალიდან ბინაზე გაწერა ხორციელდება დამტკიცებული პროტოკოლის თანახმად ექიმის გადაწყვეტილებით.

აღნიშნულთან დაკავშირებით რეკომენდაციას იძლევა მკურნალი ექიმი, პაციენტის მდგომარეობის გათვალისწინებით.

 მკაცრად დაიცავით თვითიზოლაციის წესები

არ გახვიდეთ გარეთ

 არ მიიღოთ სტუმრები

ოჯახის წევრებთან ფიზიკური კონტაქტი იქონიეთ მხოლოდ აუცილებელი საჭიროების დროს , რაც შესაძლებელია მცირე დროით და ფიზიკური დისტანციის დაცვით, პირბადის აუცილებელი გამოყენებით კონტაქტში მყოფი ყველა პირის მიერ.

იქონიეთ  პირადი ჭურჭელი, თეთრეული და ჰიგიენის ნივთები.

ხშირად გაანიავეთ ოთახი გარე სივრცეში გამავალი ფანჯრებით/კარით.

არ მიიღოთ მედიკამენტები ექიმთან შეთანხმების გარეშე. COVID-19-ის მკურნალობა არის სიმპტომური და სიმპტომების მართვისათვის საჭირო თქვენთვის უსაფრთხო მედიკამენტების შესახებ ინფორმაციას მოგაწვდით ექიმი.

 შესაძლებლობის ფარგლებში შეინარჩუნეთ ფიზიკური აქტივობა ოთახის პირობებში.

მიიღეთ ოთახის ტემპერატურის სითხეები ექიმის მიერ რეკომენდებული რაოდენობით.

 თუ საკარანტინე ზონაში მოთავსებული პირი დასაქმებულია, ჯანდაცვის  სამინისტრო უფლებამოსილია, ასეთ პირებზე, მოთხოვნის შემთხვევაში, გასცეს საავადმყოფოს ფურცლის ტოლფასი ცნობა.

 

სტაციონარში მოთავსებულ პირებზე ცნობა გაიცემა სტაციონარული დაწესებულების მიერ, ხოლო ბინაზე მეთვალყურეობის შემთხვევაში ცნობას გასცემს შესაბამისი(მკურნალობის პროცესში ჩართული) ონლაინ-კლინიკა.

აღნიშნული საკითხები რეგულირდება საქართველოს მთავრობის 322-ე დადგენილებით  და ექვემდებარება პერიოდულ განახლებას. https://matsne.gov.ge/ka/document/download/4877009/112/ge/pdf?fbclid=IwAR2vaeYB2wiM6LPAzwj90v0k23xku9QSnotr2GCqhn9qjRxpjH6HVZLH49I

🔷  უცხო ქვეყნიდან ჩამოსული ნებისმიერი პირი (მოქალაქეობის მიუხედავად), ნებისმიერი ტიპის კოვიდვაქცინის სრული კურსის (ორი დოზა, ხოლო johnson&Johnson ვაქცინაციის შემთხვევაში – ერთი დოზა) დამადასტურებელი დოკუმენტის საზღვარზე წარდგენის შემთხვევაში, არ ექვემდებარება დადგენილებით განსაზღვრულ შეზღუდვებს, გარდა  ინდოეთის რესპუბლიკიდან შემოსული პირებისა.

🔷  ინდოეთის რესპუბლიკიდან მომავალი ნებისმიერი პირი (მოქალაქეობისა და ვაქცინაციის სრული კურსის ქონის მიუხედავად), ასევე პირები, რომლებსაც აქვთ უკანასკნელი 14 დღის განმავლობაში ინდოეთის რესპუბლიკაში მოგზაურობის ისტორია, ექვემდებარებიან საქართველოში ვიზიტამდე ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR ტესტის ნეგატიური პასუხის წარდგენას საზღვარზე და შემდგომ − სავალდებულო 14-დღიან კარანტინს (უცხოელის შემთხვევაში, საკუთარი ხარჯით);

🔷  უცხოეთიდან ჩამოსული საქართველოს მოქალაქეები, საქართველოში ვიზიტამდე ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR ტესტის ნეგატიური პასუხის წარმოდგენის შემთხვევაში, სურვილისამებრ, დაექვემდებარება 8-დღიან თვითიზოლაციას (თვითიზოლაციის შეუძლებლობის შემთხვევაში – საკარანტინე სივრცეში გადასვლას) ან მე-3 დღეს სავალდებულო PCR ტესტირებას საკუთარი ხარჯით; საქართველოში ვიზიტამდე ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR ტესტის არქონის შემთხვევაში – ექვემდებარება 8-დღიან სავალდებულო თვითიზოლაციას (თვითიზოლაციის შეუძლებლობის შემთხვევაში – საკარანტინე სივრცეში გადასვლას);

🔷 უცხო ქვეყნიდან ჩამოსული, საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირებმა, სასაზღვრო პუნქტებზე უნდა წარადგინონ უკანასკნელი 72 საათის განმავლობაში ჩატარებული PCR კვლევის დამადასტურებელი დოკუმენტი, ხოლო საზღვრის კვეთიდან მე-3 დღეს უზრუნველყონ საკუთარი ხარჯით PCR კვლევის ჩატარება.

 

 

 

 

აღნიშნული ინფორმაცია განახლებადია და გამგზავრების დაგეგმვამდე უნდა გადაამოწმოთ იმ ქვეყნის სალეჩოში/საკონსულოში, სადაც აპირებთ გამზავრებას. მე-3 დღეს უზრუნველყონ საკუთარი ხარჯით PCR კვლევის ჩატარება.

უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის, COVID-19-თან დაკავშირებული ყველა სამედიცინო სერვისი ფასიანია.

 ხანდაზმულები;

 ქრონიკული დაავადების მქონე პირები (განსაკუთრებით, გულ-სისხლძარღვთა, ფილტვის ქრონიკული დაავადებები, შაქრიანი დიაბეტი, სიმსუქნე,ონკოლოგიური პათოლოგიები, აივ ინფექცია/შიდსი და სხვა).

უსიმპტომო პირებიც წარმოადგენენ ვირუსის გადაცემის წყაროს, თუმცა სიმპტომების არ არსეობის გამო, ვირუსის გამოყოფის ინტენსივობა ნაკლებია.

შესაძლებელია, ამიტომ აუცილებელია ყურადღებით ადევნოთ თვალყური დაავადების მიმდინარეობას და მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში, დაუყოვნებლივ მიმართოთ ოჯახის ექიმს.

დიახ, შესაძლებელია.

საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი-112;

სამთავრობო ცხელი ხაზი-144;

ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი-1505;

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი-116-001.

  • ერთჯერადი 300 ლარიანი კომპენსაციის მიღების უფლება აქვთ კორონავირუსის ეპიდემიის/პანდემიის გავრცელების პერიოდში დაზარალებულ:

– დაქირავებულს, თუ ის 2020 წლის 27 ნოემბრის მდგომარეობით დაქირავებით საქმიანობას ეწეოდა იმ დამქირავებლის სასარგებლოდ, რომელსაც 28 ნოემბრიდან დაწესებული შეზღუდვების გამო შეჩერებული აქვს საქმიანობის განხორციელების/ობიექტზე მომხმარებელთა სარეალიზაციო სივრცეში დაშვების/წვდომის უფლება და ამ პერიოდიდან ამავე დამქირავებლისაგან არ იღებს ხელფასს (მათ შორის, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის/შეჩერების გამო);

– ინდივიდუალურ მეწარმეებს, მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკურ პირებს, ფიქსირებული გადასახადის გადამხდელ ფიზიკურ პირებსა და მიკრობიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკურ პირებს, რომლებიც მიმდინარე წლის მეოთხე კვარტალში ეწეოდნენ ეკონომიკურ საქმიანობას და 2020 წლის 28 ნოემბრიდან დაწესებული შეზღუდვების გამო შეჩერებული აქვთ საქმიანობის განხორციელების/ობიექტზე მომხმარებელთა სარეალიზაციო სივრცეში დაშვების/წვდომის უფლება და რომლებიც არ იღებენ დაფინანსებას ბიუჯეტიდან;

– ზემოაღნიშნული პირების გარდა, ნებისმიერ ფიზიკურ პირს (თვითდასაქმებული პირი), რომელიც ფაქტობრივად ეწეოდა ეკონომიკურ საქმიანობას საქართველოში გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებული იმ პირის ობიექტზე, რომელსაც 28 ნოემბრიდან დაწესებული შეზღუდვების გამო შეჩერებული აქვს საქმიანობის განხორციელების/ობიექტზე მომხმარებელთა სარეალიზაციო სივრცეში დაშვების/წვდომის უფლება.

პირის მიმართ იზოლაციის გადაწყვეტილების აღსრულებას უზრუნველყოფენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფები.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, კომპეტენციის ფარგლებში უფლებამოსილია შესაბამისი ფაქტის ან/და ინფორმაციის არსებობის შემთხვევაში გააკონტროლოს იზოლაციაში (თვითიზოლაციაში, კარანტინში) მყოფი პირის მიერ იზოლაციაში ყოფნის პირობების დაცვა, რაც მოიცავს, მათ შორის, მის ფიზიკურად ადგილზე გადამოწმებას, პერიოდული სატელეფონო ზარების განხორციელებასა და საქართველოს კანონმდებლობით პირდაპირ გათვალისწინებული სხვა საშუალებებით მონიტორინგს.

დაქირავებით დასაქმებულთათვის ერთჯერადი 300 ლარიანი კომპენსაციის გაცემის მიზნით:

დამქირავებელი, რომელსაც 28 ნოემბრიდან დაწესებული შეზღუდვების გამო შეჩერებული აქვს საქმიანობის განხორციელების/ობიექტზე მომხმარებელთა სარეალიზაციო სივრცეში დაშვების/წვდომის უფლება, 2020 წლის 3 დეკემბრიდან 2020 წლის 24 დეკემბრამდე შემოსავლების სამსახურს წარუდგენს ინფორმაციას განცხადების „დამქირავებლის/ობიექტის მფლობელის მიერ წარდგენილი ინფორმაცია იმ პირების შესახებ, რომლებსაც აქვთ კომპენსაციის მიღების უფლება (COVID-19)“ ფორმით დაქირავებულთა შესახებ, რომლებიც ამ დამქირავებლის სასარგებლოდ დაქირავებით საქმიანობას ეწეოდნენ 2020 წლის 27 ნოემბრის მდგომარეობით და რომლებზეც 2020 წლის 28 ნოემბრიდან 2020 წლის 24 დეკემბრამდე პერიოდში ამავე დამქირაველისგან არ გაცემულა ხელფასი (მათ შორის, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის/შეჩერების გამო).

დამატებით გაცნობებთ, რომ მეწარმე ფიზიკური პირს (გარდა ინდივიდუალურ მეწარმედ რეგისტრირებული ფიზიკური პირისა), რომელსაც „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 26 ნოემბრის №699 დადგენილებით 2020 წლის 28 ნოემბრიდან დაწესებული შეზღუდვების გამო შეჩერებული აქვს საქმიანობის განხორციელების/ობიექტზე მომხმარებელთა სარეალიზაციო სივრცეში დაშვების/წვდომის უფლება და ყავს 2020 წლის 27 ნოემბრის მდგომარეობით დაქირავებული ფიზიკური პირი და ამ დასაქმებულზე 2020 წლის 28 ნოემბრიდან 2020 წლის 24 დეკემბრამდე პერიოდში არ გაუცია ხელფასი (მათ შორის, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის/შეჩერების გამო), დაქირავებით დასაქმებულთათვის ერთჯერადი 300 ლარიანი კომპენსაციის გაცემის მიზნით განცხადების დასარეგისტრირებლად მიმართავენ შემოსავლების სამსახურის სერვის-ცენტრებს.

PCR ტესტის ჩატარების საჭიროებას განსაზღვრავს ოჯახის ექიმი, ექიმის მიმართვით PCR ტესტი არის უფასო.

მოცემულ შემთხვევაში აღნიშნულმა საწარმომ, რომელიც აგრძელებს თავის ეკონომიკურ საქმიანობას, საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული პირობების დაცვით, დისტანციურად უნდა წარადგინოს განცხადება „დამქირავებლის/ობიექტის მფლობელის მიერ წარდგენილი ინფორმაცია იმ პირების შესახებ, რომლებსაც აქვთ კომპენსაციის მიღების უფლება“ იმ დაქირავებით დასაქმებულ ფიზიკურ პირთა შესახებ, რომლებიც ამ დამსაქმებელთან დაქირავებით საქმიანობას ეწეოდა 2020 წლის 27 ნოემბრის მდგომარეობით და რომლებზეც 2020 წლის 28 ნოემბრიდან 2020 წლის 24 დეკემბრამდე პერიოდში ამავე დამქირავებლისგან არ გაცემულა ხელფასი (მათ შორის, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის/შეჩერების გამო).

ოჯახის ექიმის/სამედიცინო დაწესებულების საკონტაქტო ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ პორტალს: https://ambulatoria.moh.gov.ge/ ან დაუკავშირდით ცხელ ხაზს 15-05. თუ ხართ კერძო დაზღვევის მოსარგებლე, დაუკავშირდით სადაზღვევო კომპანიას.

განვიხილოთ რამდენიმე მაგალითი:

მაგალითად, ფიზიკური პირი დაქირავებით საქმიანობას ეწეოდა საწარმოში (2020 წლის 27 ნოემბრის მდგომარეობით), რომელსაც „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 26 ნოემბრის №699 დადგენილებით 2020 წლის 28 ნოემბრიდან დაწესებული შეზღუდვების გამო შეჩერებული აქვს ობიექტზე მომხმარებელთა სარეალიზაციო სივრცეში დაშვების/წვდომის უფლება დაქირავებულ ფიზიკურ პირზე 2020 წლის 28 ნოემბრიდან 2020 წლის 24 დეკემბრამდე პერიოდში დაფიქსირდა ხელფასის სახით განაცემი 2020 წლის 10 დეკემბერს. მოცემულ შემთხვევაში საწარმომ არ უნდა წარადგინოს ინფორმაცია აღნიშნულ დასაქმებულზე შემოსავლების სამსახურში ერთჯერადი 300 ლარიანი კომპენსაციის გაცემის მიზნით.

მაგალითად, ფიზიკური პირი დაქირავებით საქმიანობას ეწეოდა საწარმოში (2020 წლის 27 ნოემბრის მდგომარეობით), რომელსაც „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 26 ნოემბრის №699 დადგენილებით 2020 წლის 28 ნოემბრიდან დაწესებული შეზღუდვების გამო შეჩერებული აქვს ობიექტზე მომხმარებელთა სარეალიზაციო სივრცეში დაშვების/წვდომის უფლება, დაქირავებულ ფიზიკურ პირზე 2020 წლის 28 ნოემბრიდან 2020 წლის 24 დეკემბრამდე პერიოდში ხელფასის გაცემა არ ფიქსირდება. მოცემულ შემთხვევაში, საწარმომ უნდა წარადგინოს ინფორმაცია აღნიშნულ დასაქმებულზე შემოსავლების სამსახურში ერთჯერადი 300 ლარიანი კომპენსაციის გაცემის მიზნით.

COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინები პანდემიის შეჩერების ყველაზე ეფექტური საშუალებაა.   ვაქცინაცია ამცირებს ინფიცირების და შესაბამისად ავადობისა და  სიკვდილიანობის რისკებს.  COVID-19-ის ვაქცინების  ეფექტურობა დადასტურებულია კლინიკური კვლევების რამდენიმე ეტაპიანი ციკლით და იმ ქვეყნების გამოცდილებით, სადაც მიმდინარეობდა COVID-19 ვაქცინების დანერგვა.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია, საზოგადოებრივი ჯანდაცვის უწყებები და კვალიფიციური ექიმები რეკომენდაციას უწევენ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინას!

ვაქცინაცია რეკომენდებულია იმ შემთხვევაშიც, თუ უკვე გადაიტანეთ COVID-19, რადგან არსებული მტკიცებულებებით, ინფექციის გადატანის შემდგომ არ ყალიბდება მყარი იმუნიტეტი და ადამიანი კვლავ რჩება განმეორებითი ინფიცირების რისკის ქვეშ.

საქართველოში ვაქცინაცია უფასო და ნებაყოფლობითია.

დაქირავებით დასაქმებულთა ერთჯერადი 300 ლარიანი კომპენსაციის გაცემის მიზნით განცხადებას/ინფორმაციას შემოსავლების სამსახურში წარადგენს მხოლოდ ის დამსაქმებელი, რომელსაც „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 26 ნოემბრის №699 დადგენილებით 2020 წლის 28 ნოემბრიდან დაწესებული შეზღუდვების გამო შეჩერებული აქვს საქმიანობის განხორციელების/ობიექტზე მომხმარებელთა სარეალიზაციო სივრცეში დაშვების/წვდომის უფლება.

ვაქცინაცია ხელმისაწვდომია საქართველოს მოქალაქე 18 წელზე უფროსი ასაკის მოსახლეობისთვის.

ინდივიდუალურ მეწარმეები, მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკურ პირები, ფიქსირებული გადასახადის გადამხდელი ფიზიკურ პირები და მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკურ პირები 2020 წლის 3 დეკემბრიდან 2020 წლის 24 დეკემბრამდე, გადასახადის გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდიდან ავსებენ შემდეგი განაცხადის ფორმას „რეგისტრირებული თვითდასაქმებული პირის მიერ კომპენსაციის მოთხოვნის შესახებ (COVID-19)“. ასევე, აღნიშნულ პირებს არასრული/დაუზუსტებელი ინფორმაცია შეუძლიათ დააზუსტონ არაუგვიანეს 2020 წლის 28 დეკემბრისა.

ვაქცინაციისთვის დარეგისტრირება და რიგის დაჯავშვნა შესაძლებელია  სარეგისტრაციო პორტალზე: https://booking.moh.gov.ge/

იხილეთ რეგისტრაციის ინსტრუქცია: https://fb.watch/4c2mI8hKtj/

დიახ, უნდა წარადგინონ განცხადება ზემოთაღნიშნულმა ინდივიდუალურმა მეწარმეებმა, მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკურმა პირებმა, ფიქსირებული გადასახადის გადამხდელმა ფიზიკურმა პირებმა და მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკურმა პირებმა თუ მათ „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის N322 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 26 ნოემბრის N699 დადგენილებით, 2020 წლის 28 ნოემბრიდან დაწესებული შეზღუდვების გამო, შეჩერებული აქვთ საქმიანობის განხორციელების/ობიექტზე მომხმარებელთა სარეალიზაციო სივრცეში დაშვების/წვდომის უფლება, მიუხედავად იმისა აგრძელებენ თუ არა დისტანციურად პროდუქტების საცალო/საბითუმო მიწოდებას.

COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის შესახებ ინფორმაციის მისაღებად მოქმედებს ცხელი ხაზი - 15 22 რომელიც ყოველდღე, შაბათ-კვირის ჩათვლით, 09:00 საათიდან 23:00 საათამდე მუშაობს. ასევე, ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ვებ-გვერდებზე:

WWW.STOPCOV.GE

WWW.MOH.GOV.GE

WWW.NCDC.GE

www.provax.ge

ხშირად დასმული კითხვები და პასუხები COVID 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციასთან დაკავშირებით: http://test.ncdc.ge/Handlers/GetFile.ashx?ID=2a2a89e3-f026-4c4a-b32b-0dcb2fcb4d13

გარდა დაქირავებით დასაქმებული ფიზიკური პირების, ინდივიდუალურ მეწარმეების, მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკური პირების, ფიქსირებული გადასახადის გადამხდელი ფიზიკური პირებისა და მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირებისა, ერთჯერადი 300 ლარიანი კომპენსაციის მიღების უფლება აქვს ნებისმიერ ფიზიკურ პირს (თვითდასაქმებული პირი), რომელიც ფაქტობრივად ეწეოდა ეკონომიკურ საქმიანობას საქართველოში გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებული იმ პირის ობიექტზე, რომელსაც „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 26 ნოემბრის №699 დადგენილებით 2020 წლის 28 ნოემბრიდან დაწესებული შეზღუდვების გამო შეჩერებული აქვს საქმიანობის განხორციელების/ობიექტზე მომხმარებელთა სარეალიზაციო სივრცეში დაშვების/წვდომის უფლება.

აღნიშნულ პირებზე კომპენსაციის გაცემის მიზნით, საქართველოში გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებული დამქირავებელი/ობიექტის მფლობელი (გარდა არამეწარმე ფიზიკური პირისა), რომელსაც „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 26 ნოემბრის №699 დადგენილებით 2020 წლის 28 ნოემბრიდან დაწესებული შეზღუდვების გამო შეჩერებული აქვს საქმიანობის განხორციელების/ობიექტზე მომხმარებელთა სარეალიზაციო სივრცეში დაშვების/წვდომის უფლება, 2020 წლის 3 დეკემბრიდან 2020 წლის 24 დეკემბრამდე შემოსავლების სამსახურს წარუდგენს ინფორმაციას განცხადების „დამქირავებლის/ობიექტის მფლობელის მიერ წარდგენილი ინფორმაცია იმ პირების შესახებ, რომლებსაც აქვთ კომპენსაციის მიღების უფლება (COVID-19)“ ფორმით.

დამქირავებელი/ობიექტის მფლობელი (გარდა არამეწარმე ფიზიკური პირისა) დადგენილ ვადაში განაცხადის წარუდგენლობის ან/და არასწორად წარდგენის შემთხვევაში, უფლებამოსილია დააზუსტოს/წარადგინოს განაცხადი არაუგვიანეს 2020 წლის 28 დეკემბრისა.

 

„ახალი კორონავირუსით (SARS-COV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) შედეგად მიყენებული ზიანის შემსუბუქების მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 4 მაისის N286 დადგენილებაში მიმდინარე წლის 02 დეკემბერს განხორციელებული ცვლილების N 720 შესაბამისად განსაზღვრული დაქირავებით დასაქმებულისა და თვითდასაქმებული პირებისათვის კომპენსაცია გაიცემა ერთჯერადად 300 (სამასი) ლარის ოდენობით.

 

„ახალი კორონავირუსით (SARS-COV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) შედეგად მიყენებული ზიანის შემსუბუქების მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 4 მაისის N286 დადგენილებაში მიმდინარე წლის 02 დეკემბერს განხორციელებული ცვლილების N 720 შესაბამისად განსაზღვრული ერთჯერადი 300 ლარიანი კომპენსაციის გაცემისათვის წარმოდგენილი ინფორმაციის სისწორეზე და არასწორი ინფორმაციის წარდგენით სახელმწიფოსთვის მიყენებულ ზიანზე პასუხისმგებლობა ეკისრება ინფორმაციის/განცხადების წარმდგენს (დამქირავებელი/ობიექტის მფლობელი, თვითდასაქმებული), ამასთან სამსახურისთვის არასწორი ინფორმაციის მიწოდების შემთხვევაში, რაც გამოიწვევს შესაბამისი პირისთვის კომპენსაციის უსაფუძვლო გაცემას, დამქირავებელს/ობიექტის მფლობელს/თვითდასაქმებულს დაეკისრება სანქციები საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

  • კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა - 333601 , ბოლო 24 საათში - 1160
  • მათ შორის გამოჯანმრთელებული - 313651 , ბოლო 24 საათში - 1302
  • მათ შორის გარდაცვლილი - 4519 , ბოლო 24 საათში - 20
  • ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით - 29209, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით - 10186, PCR ტესტით - 18023
  • დადებითობის მაჩვენებელი: დღიური - 4,11%, ბოლო 14 დღის - 4,58%, ბოლო 7 დღის - 3,81%
  • სულ აცრილია - 97153, დღიურად აცრილია - 3819
  • კარანტინის რეჟიმში - 72
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 4243
  • კლინიკურ სასტუმროში მყოფი პირები - 669

მონაცემები განახლდება ყოველდღიურად

ოფიციალური გვერდები
ჩარიცხულია
138 351 872
აპლიკაციის ფორმა საქართველოში ვიზიტისთვის

იხილეთ ყველა სიახლე