ხშირად დასმული კითხვები:
#StopCoVხშირად დასმული კითხვები:
COVID-19-ისთვის დამახასიათებელია სხეულის ტემპერატურის მომატება, ხველა, ყელის ტკივილი, ყნოსვის ან გემოს შეგრძნების დაკარგვა, თავისა და კუნთების ტკივლი, ზოგადი სისუსტე, ჰაერის უკმარისობის შეგრძნება, ან მოსვენების დროს ქოშინი (რაც ადრე არ გქონიათ).
► სუნთქვის უკმარისობა
► ტკვილი და/ან ზეწოლა გულ-მკერდის არეში
► ცნობიერების დარღვევა
► ძილიანობა
► უჩვეულო სიფერმკრთალე/ციანოზური ტუჩები და სახე
COVID19 ინფიცირებულად ითვლება ადამიანი, რომელსაც ინფექცია დაუდასტურდა ლაბორატორიაში ჩატარებული კვლევით (პჯრ ტესტი- PCR) ან სწრაფი ანტიგენ ტესტით.
► არ მქონია არავითარი შეხება კოვიდ-ინფიცირებულთან, მაგრამ მაინც გამომივლინდა COVID-19-ისთვის დამახასიათებელი სიმპტომები?
- დაუკავშირდით თქვენს ოჯახის ექიმს. ხველება და ტემპერატურის მატება ახასიათებს სხვა ვირუსულ ინფექციებსაც. ამიტომ, თუ ახველებთ, გაქვთ სურდო ან ტემპერატურა, არ ნიშნავს, რომ აუცილებლად კოვიდ-ინფიცირებული ხართ. მიუხედავად ამისა, შესაძლებლობის ფარგლებში, შეეცადეთ რამდენიმე დღე გაატაროთ იზოლაციაში. როგორც წესი, სხვა ვირუსული ინფექციით გამოწვეული სიმპტომები, სტანდარტული მიმდინარეობისას 3-5 დღეში ქრება.
► თუ მქონდა შეხება ინფიცირებულთან და ამის შემდგომ გამომივლინდა სიმპტომები?
- გადადით იზოლაციაში კონტაქტიდან 12 დღის განმავლობაში. დაუკავშირდით 112-ს, ან პირად ოჯახის ექიმს, რომელიც დიაგნოზის დადასტურების მიზნით გადაგამისამართებთ ტესტირებაზე.
მაღალი რისკის კონტაქტად ითვლება პირი, რომელსაც სიმპტომების გაჩენამდე ან ლაბორატორიული ნიმუშის აღებამდე 48 საათის განმავლობაში:
► ჰქონდა პირდაპირი შეხება COVID-19 ის დადასტურებულ შემთხვევასთან 1 მეტრზე ნაკლები დისტანციით 15 წუთზე მეტი დროით;
► ჰქონდა ფიზიკური კონტაქტი COVID-19 ის დადასტურებულ შემთხვევასთან;
► ჰქონდა დაუცველი უშუალო კონტაქტი COVID-19-ით ინფიცირებულის მიერ გამოყოფილ სეკრეტთან (მაგ: ხველის ან ცემინებისას)
► რომელიც დახურულ სივრცეში იმყოფებოდა (მაგ. სახლი, საკლასო ოთახი, შეხვედრების ოთახი, საავადმყოფოს მოსაცდელი ოთახი და ა.შ.) COVID-19 ის დადასტურებულ შემთხვევასთან 15 წუთზე მეტი ხნის განმავლობაში.
► გადადით იზოლაციაში (შესაძლებელია ბინაზე ან, შესაბამის საიზოლაციო სასტუმროში) კონტაქტიდან 12 დღის განმავლობაში.
► დააკვირდით თქვენს ჯანმრთელობის მდგომარეობას, თუ აღმოაჩენთ, რომ გაგიჩნდათ COVID-19-ისთვის დამახასიათებელი სიმპტომები, დაუკავშირდით 112-ს ან პირად ოჯახის ექიმს, რის შემდეგაც მოხდება თქვენი გადამისამართება ტესტირებაზე.
► თუ დაგიდასტურდებათ COVID-19, ექიმი თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობისა და სიმპტომების შესაბამისად მიიღებს ბინაზე მკურნალობის ან ჰოსპიტალიზაციის გადაწყვეტილებას.
► თუ პასუხი უარყოფითია, განაგრძობთ იზოლაციის წესების დაცვას. თუ თვითიზოლაციის პერიოდში არ გამოგივლინდათ COVID-19-ისთვის დამახასიათებელი არცერთი საეჭვო ნიშანი, იზოლაცია სრულდება დაწყებიდან მე-12 დღეს.
თუ გაქვთ საკუთარ სახლში სრულად იზოლირების შესაძლებლობა, დარჩით ბინაზე. დასაშვებია საერთო სველი წერტილის მოხმარება ჰიგიენის წესების დაცვით. პირობების არქონის შემთხვევაში, ინფორმაცია მიაწოდეთ 112-ს და მოხდება თქვენი გადაყვანა COVID-სასტუმროში.
► არ გახვიდეთ გარეთ;
► არ მიიღოთ სტუმრები;
► ოჯახის წევრებთან ფიზიკური კონტაქტი იქონიეთ მხოლოდ აუცილებელი საჭიროების დროს , რაც შესაძლებელია მცირე დროით და ფიზიკური დისტანციის დაცვით, პირბადის აუცილებელი გამოყენებით კონტაქტში მყოფი ყველა პირის მიერ;
► იქონიეთ პირადი ჭურჭელი, თეთრეული და ჰიგიენის ნივთები.
წვეთოვანი და კონტაქტური გზით-მაგალითად, ხველის ან ცემინების დროს, ხელის ჩამორთმევით, სახესა და თვალთან დაუბანელი ხელის შეხებით, დაავადებულ ადამიანთან მჭიდრო კონტაქტით.
ადამიანი გადამდები ხდება სიმპტომების დაწყებამდე 2 დღით (48 საათით) ადრე.
კორონავირუსისგან თავის დაცვის ყველაზე ეფექტური საშუალება არის ვაქცინაცია.
ინფიცირების პრევენციისთვის გაითვალისწინეთ შემდეგი დამატებითი რეკომენდაციები:
► მოერიდეთ ხალხმრავალ ადგილებს
► გაიკეთეთ პირბადე დახურულ სივრცეებში, ხალხმრავალ ადგილებში და იმ ადამიანებთან ახლოს კონტაქტის დროს, რომლებსაც აქვთ კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები.
► დაიცავით 2 მეტრიანი ფიზიკური დისტანცია (პირბადის გამოყენების შემთხვევაშიც)
► ხშირად დაიბანეთ ხელი საპნითა და წყლით (40-60 წამის განმავლობაში) ან ალკოჰოლის შემცველი 70%იანი ხსნარით (20-40 წამი).
საინკუბაციო პერიოდი (ვირუსის ორგანიზმში მოხვედრიდან პირველი სიმპტომების გამოვლენამდე დროის პერიოდი) საშუალოდ 5-6 დღეა, თუმცა შეიძლება 14 დღემდეც გაგრძელდეს.
გადავდივარ თვითიზოლაციის რეჟიმში 12 დღის განმავლობაში (კონტაქტირებული ადამიანის დიაგნოზის გაგებინდან რაც შეიძლება მალე).
► დაავადების მიმდინარეობის დადგენის მიზნით გამოიყენება ანტიგენის სწრაფი ტესტი ან პჯრ (PCR) ტესტი, რომელიც ადგენს ცხვირ-ხახის ნაცხში ვირუსის არსებობას.
► COVID-19 IgM/IgG ანტისხეულების ტესტი არის სწრაფი ტესტი, რომელიც განსაზღვრავს სისხლში, შრატსა და პლაზმაში ვირუსის მიმართ ანტისხეულების არსებობას. უსიმპტომო პაციენტებში, ან დაავადების ადრეულ ეტაპზე აღნიშნული ტესტის გაკეთება არ არის მიზანშეწონილი, რამდენადაც ანტისხეულების გამოყოფა იწყება სიმპტომების დაწყებიდან მე-5 და მე-14 დღეს.
დაუკავშირდით პირად ოჯახის ექიმს.
სახელმწიფოს მიერ ფინანსდება სავალდებულო ტესტირებას დაქვემდებარებული ჯგუფების (განსაზღვრულია N975 განკარგულებით) ლაბორატორიული მომსახურება, მათ შორის:
► სტაციონარულ (მ. შ., დღის სტაციონარსა და ემერჯენსში) დაწესებულებაში ჰოსპიტალიზებული პაციენტები, სიმპტომების მიუხედავად;
► ნებისმიერ სამედიცინო დაწესებულებაში მოხვედრილი პაციენტი პნევმონიის დიაგნოზით ან ცხელებით მიმდინარე შემთხვევა, თუ ამავდროულად აღენიშნება რესპირაციული დაავადების ნიშნები. ან, ექიმის გადაწყვეტილებით, მხოლოდ ცხელების და/ან სხვა საეჭვო კლინიკური ნიშნების მქონე პირები (მათ შორის, ამბულატორიულად მისული პაციენტის ტესტირება, ტესტირების შედეგის მიღებამდე თვითიზოლაციის პირობების მკაცრი დაცვით);
► სამედიცინო პერსონალი;
► დიალიზზე მყოფი პაციენტები და მათი მომსახურე პერსონალი;
► სახელმწიფო ზრუნვის ქვეს მყოფ პირთა დაწესებულებების პერსონალი და ბენეფიციარები;
► საქართველოში შემოსული, ასევე ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადმოსული ის პირები, რომლებიც იმყოფებიან საკარანტინე სივრცეებში და მათი მომსახურე პერსონალი და სხვა;
► დეტალური ინფორმაცია ტესტირებას დაქვემდებარებული ჯგუფების შესახებ შეგიძლიათ იხილოთ https://matsne.gov.ge/ka/document/view/4896450?publication=9
► უცხოეთიდან ჩამოსული ნებისმიერი, არავაქცინირებული ან არასრულად ვაქცინირებული პირი, რომელიც 8 დღიანი თვითიზოლაციის ნაცვლად, ვალდებულია მე-3 დღეს საკუთარი ხარჯით ჩაიტაროს PCR ტესტი. https://matsne.gov.ge/ka/document/download/4877009/112/ge/pdf?fbclid=IwAR2vaeYB2wiM6LPAzwj90v0k23xku9QSnotr2GCqhn9qjRxpjH6HVZLH49I
► სხვა შემთხვევაში, თუ ტესტს იკეთებთ საკუთარი სურვილით, მომსახურება არის ფასიანი.
დაუკავშირდით ოჯახის ექიმს და დარეგისტრირდით ნაცხის ასაღებად. ანტიგენის სწრაფი ტესტირება შესაძლებელია მითითებულ ბმულზე წარმოდგენილ ლაბორატორიებში https://stopcov.ge/ka/klinikebi
► თუ დაგჭირდათ გეგმური სამედიცინო მომსახურება, დაუკავშირდით თქვენს ექიმს, რომელიც ინფექციის კონტროლის წესების დაცვით გაგიწევთ საჭირო მომსახურებას, ან, დაგაკვალიანებთ საჭირო ქმედებების თაობაზე.
► გადაუდებელი სამედიცინო მომსახურების საჭიროების დროს მიმართეთ 112-ს.
უპირველეს ყოვლისა აუცილებელია ინფიცირებულთან ერთად სახლში მცხოვრები ოჯახის ყველა წევრი დარჩეს იზოლაციაში. თუ თქვენი ოჯახის წევრი ექიმის გადაწყვეტილებით გადის ბინაზე მკურნალობას, აუცილებელია დაიცვათ რამდენიმე წესი, რათა შეამციროთ ვირუსის გადაცემის საფრთხე:
► ხშირად გაანიავეთ ოთახი გარე სივრცეში გამავალი ფანჯრის, კარის გაღებით. ინფიცირებულთან კონტაქტის აუცილებლობისას ყველა წევრმა უნდა გაიკეთოს პირბადე. იზოლაციაში მყოფ ოჯახის წევრთან აუცილებლობის გარდა ფიზიკური კოტაქტი მაქსიმალურად შეზღუდეთ. საეჭვო ინფიცირებული პირი სარგებლობს საკუთარი ჭურჭლით და საყოფაცხოვრებო ნივთებით.
► თუ შესაძლებელია, საეჭვო ინფიცირებული პირი სარგებლობს ცალკე აბაზანით და სან-ჰიგიენური კვანძით, სხვა შემთხვევაში საერთო საპირფარეშოს მოხმარების შემდეგ ინფიცირებულთან შეხებაში მყოფი ზედაპირები უნდა გაიწმინდოს სადეზინფექციო ხსნარით.
► საერთო სივრცეში ზედაპირები რაც შეიძლება ხშირად დაამუშავეთ სპირტიანი (60-80%) ხსნარით.
► ბინაზე მკურნალობის გადაწყვეტილება მიიღება ოჯახის ექიმის მიერ, თუ COVID-19 დადასტურებულ პირს აღენიშნება მსუბუქი სიმპტომები ან უსიმპტომოა. ამავდროულად, აუცილებელია პირს ჰქონდეს თვითიზოლაციის პირობები.
► თუ პირს აქვს მსუბუქი სიმპტომები, ან უსიმპტომოა, მაგრამ არ აქვს თვითიზოლაციის პირობები, 112-თან კონტაქტის შემდეგ განხორციელდება მისი გადაყვანა COVID -სასტუმროში.
► ბინაზე მკურნალობის გადაწყვეტილებას იღებს ოჯახის ექიმი პაციენტის ზოგადი მდგომარეობის გათვალისწინებით სახელმწიფო მიერ დამტკიცებული პროტოკოლის შესაბამისად.
როგორც ჰოსპიტალიზაციის, ასევე ბინაზე მკურნალობის გადაწყვეტილება მიიღება მხოლოდ ექიმის შეფასებით, რომელიც დამყარებულია პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე
► სიმპტომიანი პაციენტის შემთხვევაში მკურნალობა დასრულებულია, თუ იზოლაციიდან გასულია მინიმუმ 10 დღე და დამატებით 3 უსიმპტომო დღე;
► თუ დაავადება მიმდინარეობდა სრულიად უსიმპტომოდ, პაციენტი 10 დღე იმყოფება იზოლაციაში და მე-11 დღიდან იხსნება მეთვალყურეობიდან. ორივე შემთხვევაში გამოჯანმრთელებას ადასტურებს მკურნალი ოჯახის ექიმი;
► ჰოსპიტალიდან ბინაზე გაწერა ხორციელდება დამტკიცებული პროტოკოლის თანახმად ექიმის გადაწყვეტილებით.
აღნიშნულთან დაკავშირებით რეკომენდაციას იძლევა მკურნალი ექიმი, პაციენტის მდგომარეობის გათვალისწინებით.
მკაცრად დაიცავით თვითიზოლაციის წესები
► არ გახვიდეთ გარეთ
► არ მიიღოთ სტუმრები
► ოჯახის წევრებთან ფიზიკური კონტაქტი იქონიეთ მხოლოდ აუცილებელი საჭიროების დროს , რაც შესაძლებელია მცირე დროით და ფიზიკური დისტანციის დაცვით, პირბადის აუცილებელი გამოყენებით კონტაქტში მყოფი ყველა პირის მიერ.
► იქონიეთ პირადი ჭურჭელი, თეთრეული და ჰიგიენის ნივთები.
► ხშირად გაანიავეთ ოთახი გარე სივრცეში გამავალი ფანჯრებით/კარით.
► არ მიიღოთ მედიკამენტები ექიმთან შეთანხმების გარეშე. COVID-19-ის მკურნალობა არის სიმპტომური და სიმპტომების მართვისათვის საჭირო თქვენთვის უსაფრთხო მედიკამენტების შესახებ ინფორმაციას მოგაწვდით ექიმი.
► შესაძლებლობის ფარგლებში შეინარჩუნეთ ფიზიკური აქტივობა ოთახის პირობებში.
► მიიღეთ ოთახის ტემპერატურის სითხეები ექიმის მიერ რეკომენდებული რაოდენობით.
► თუ საკარანტინე ზონაში მოთავსებული პირი დასაქმებულია, ჯანდაცვის სამინისტრო უფლებამოსილია, ასეთ პირებზე, მოთხოვნის შემთხვევაში, გასცეს საავადმყოფოს ფურცლის ტოლფასი ცნობა.
► სტაციონარში მოთავსებულ პირებზე ცნობა გაიცემა სტაციონარული დაწესებულების მიერ, ხოლო ბინაზე მეთვალყურეობის შემთხვევაში ცნობას გასცემს შესაბამისი(მკურნალობის პროცესში ჩართული) ონლაინ-კლინიკა.
COVID-19 პანდემიასთან დაკავშირებით საქართველოს საზღვრის კვეთის რეგულაციები
საქართველოში შემოსვლა კოვიდვაქციით
კოვიდვაქვინაციით საქართველოში შემოსვლა შეუძლია ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქეს ნებისმიერი ქვეყნიდან, რისთვისაც:
საქართველოს საჰაერო საზღვრის კვეთისას უნდა წარმოადგინოს ნებისმიერი კოვიდვაქცინის სრული კურსის ჩატარების (ორი დოზა, ხოლო Johnson&Johnson ვაქცინის შემთხვევაში - ერთი დოზა) დამადასტურებელ დოკუმენტი;
საქართველოს სახმელეთო და საზღვაო საზღვრის კვეთისას უნდა წარმოადგინოს ნებისმიერი კოვიდვაქცინის სრული კურსის ჩატარების (ორი დოზა, ხოლო Johnson&Johnson ვაქცინის შემთხვევაში - ერთი დოზა) დამადასტურებელ დოკუმენტი და ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR ტესტის ნეგატიური პასუხი.
* გარდა ინდოეთის რესპუბლიკიდან მომავალი ნებისმიერი პირისა (მოქალაქეობის და ვაქცინაციის სრული კურსის ქონის მიუხედავად), ასევე იმ პირების, რომლებსაც აქვთ უკანასკნელი 14 დღის განმავლობაში ინდოეთის რესპუბლიკაში მოგზაურობის ისტორია. ისინი ექვემდებარებიან საქართველოში ვიზიტამდე ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR ტესტის ნეგატიური პასუხის წარდგენას საზღვარზე და შემდგომ − სავალდებულო 14-დღიან კარანტინს (უცხოელის შემთხვევაში, საკუთარი ხარჯით).
კოვიდვაქცინის გარეშე საქართველოში შემოსვლა
საქართველოს მოქალაქეებისათვის
PCR ტესტით – საქართველოს მოქალაქე, საქართველოში ვიზიტამდე ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR ტესტის ნეგატიური პასუხის წარმოდგენის შემთხვევაში, სურვილისამებრ, დაექვემდებარება 8-დღიან თვითიზოლაციას (თვითიზოლაციის შეუძლებლობის შემთხვევაში – საკარანტინე სივრცეში გადასვლას) ან მე-3 დღეს სავალდებულო PCR ტესტირებას საკუთარი ხარჯით.
PCR ტესტის გარეშე – საქართველოში ვიზიტამდე ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR ტესტის არქონის შემთხვევაში, საქართველოს მოქალაქე დაექვემდებარება 8-დღიან სავალდებულო თვითიზოლაციას (თვითიზოლაციის შეუძლებლობის შემთხვევაში – საკარანტინე სივრცეში გადასვლას);
*გარდა ინდოეთის რესპუბლიკიდან მომავალი პირებისა (მოქალაქეობის და ვაქცინაციის სრული კურსის ქონის მიუხედავად), ასევე, იმ პირების, რომლებსაც აქვთ უკანასკნელი 14 დღის განმავლობაში ინდოეთის რესპუბლიკაში მოგზაურობის ისტორია. მათ საზღვარზე უნდა წარადგინონ საქართველოში ვიზიტამდე ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR ტესტის ნეგატიური პასუხი და უნდა დაექვემდებარონ სავალდებულო 14 დღიან კარანტინს.
PCR ტესტის პასუხი უნდა იყოს წარმოდგენილი ქართულ, ინგლისურ ან რუსულ ენაზე.
უცხო ქვეყნიდან ჩამოსული 10 წლამდე ასაკის პირი (მოქალაქეობის მიუხედავად) თავისუფლდება საქართველოში ვიზიტამდე ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR ტესტის ნეგატიური პასუხის წარმოდგენისა და საზღვრის კვეთიდან მე-3 დღეს PCR კვლევის ჩატარების ვალდებულებისგან.
უცხოელებისათვის
საქართველოში საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო გზით შემოსვლის უფლება აქვს ქვემოთ მითითებული სახელმწიფოების მოქალაქეებსა და ამავე ქვეყნებში ბინადრობის (ცხოვრების) უფლების მქონე პირებს:
🔷 ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები
🔷 ისრაელის სახელმწიფო
🔷 თურქეთის რესპუბლიკა
🔷 შვეიცარიის კონფედერაცია
🔷 ნორვეგიის სამეფო
🔷 ამერიკის შეერთებული შტატები
🔷 კანადა
🔷 დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფო
🔷 საუდის არაბეთის სამეფო
🔷 კატარის სახელმწიფო
🔷 ქუვეითის სახელმწიფო
🔷 არაბთა გაერთიანებული საამიროები
🔷 ბაჰრეინის სამეფო
🔷 სომხეთის რესპუბლიკა
🔷 აზერბაიჯანის რესპუბლიკა
🔷 უკრაინა
🔷 მოლდოვის რესპუბლიკა
🔷 ყაზახეთის რესპუბლიკა
🔷 რუსეთის ფედერაცია
🔷 ბელარუსის რესპუბლიკა
🔷 უზბეკეთის რესპუბლიკა
🔷 ტაჯიკეთის რესპუბლიკა
🔷 ყირგიზეთის რესპუბლიკა
🔷 თურქმენეთი
🔷 ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა
🔷 იაპონია
🔷 კორეის რესპუბლიკა
🔷 ომანის სასულთნო
საქართველოში შემოსასვლელად ისინი უნდა აკმაყოფილებდნენ შემდეგ პირობებს:
საქართველოში უნდა გამოემგზავრონ ამავე ქვეყნებიდან, მათ შორის, მესამე ქვეყნების ტრანზიტული მგზავრობისთვის გამოყენების უფლებით;
სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე უნდა წარადგინონ საზღვრის კვეთამდე უკანასკნელ 72 საათის განმავლობაში ჩატარებული PCR კვლევის დამადასტურებელი დოკუმენტი;
საზღვრის კვეთიდან მე-3 დღეს, უნდა ჩაიტარონ PCR კვლევა, საკუთარი ხარჯებით;
საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადმოკვეთამდე სავალდებულოა სპეციალური ელექტრონული ანკეტის შევსება, სადაც უნდა მიეთითოს ბოლო 14 დღის მოგზაურობის ისტორია, საქართველოში ვიზიტის დროს განსაზღვრული ადგილსამყოფელი, საკონტაქტო ინფორმაცია და ა.შ;
პირები, რომლებსაც უფიქსირდებათ უკანასკნელი 14 დღის განმავლობაში ინდოეთის რესპუბლიკაში მოგზაურობის ისტორია, 14 დღით დაექვემდებარებიან საკარანტინე სივრცეში გადასვლას (საკუთარი ხარჯებით). ამ შემთხვევაში, მე-3 დღეს PCR კვლევის ჩატარება აღარ არის სავალდებულო.
ზემოთ მითითებული კატეგორიების გარდა, საქართველოში შემოსვლის შეზღუდვები არ ვრცელდება:
საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები და მათი ოჯახის წევრებზე;
საქართველოს მოქალაქის ოჯახის წევრებზე, მიუხედავად მათი მოქალაქეობისა;
ჰუმანიტარული მისიით მომავალ პირებზე – თუ დღის წესრიგში დადგა ასეთი მისიის მოვლენის აუცილებლობა (ექიმები, მოხალისეები და ა. შ.);
საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირზე;
პირადობის ნეიტრალური მოწმობის ან/და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მქონე პირებზე;
საქართველოში ლტოლვილის სტატუსის მქონე პირებზე;
ოფიციალური დელეგაციების წევრებზე, შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში;
საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვებში მონაწილე მძღოლებზე, საერთაშორისო სარკინიგზო გადაზიდვებში მონაწილე პერსონალზე, რომელიც დაკავშირებულია რკინიგზაზე ტვირთის გადაზიდვა-გაცილებასთან და საჰაერო ხომალდის ეკიპაჟის წევრებზე.
ასევე, იხილეთ:
- უცხო ქვეყნის მოქალაქე სტუდენტების საქართველოში შემოსვლის პროცედურები: https://www.geoconsul.gov.ge/ka/newsFeed/nId/249
- ინფორმაცია საქართველოში ბიზნეს/შრომითი საქმიანობის მიზნით მომავალი უცხოელი ვიზიტორებისთვის: https://www.geoconsul.gov.ge/ka/newsFeed/nId/225
- ინფორმაცია "იმუშავე საქართველოდან" პროექტთან დაკავშირებით: https://www.geoconsul.gov.ge/ka/newsFeed/nId/194
აღნიშნული ინფორმაცია განახლებადია და გამგზავრების დაგეგმვამდე უნდა გადაამოწმოთ იმ ქვეყნის სალეჩოში/საკონსულოში, სადაც აპირებთ გამზავრებას. მე-3 დღეს უზრუნველყონ საკუთარი ხარჯით PCR კვლევის ჩატარება.
უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის, COVID-19-თან დაკავშირებული ყველა სამედიცინო სერვისი ფასიანია.
► ხანდაზმულები;
► ქრონიკული დაავადების მქონე პირები (განსაკუთრებით, გულ-სისხლძარღვთა, ფილტვის ქრონიკული დაავადებები, შაქრიანი დიაბეტი, სიმსუქნე,ონკოლოგიური პათოლოგიები, აივ ინფექცია/შიდსი და სხვა).
უსიმპტომო პირებიც წარმოადგენენ ვირუსის გადაცემის წყაროს, თუმცა სიმპტომების არ არსეობის გამო, ვირუსის გამოყოფის ინტენსივობა ნაკლებია.
შესაძლებელია, ამიტომ აუცილებელია ყურადღებით ადევნოთ თვალყური დაავადების მიმდინარეობას და მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში, დაუყოვნებლივ მიმართოთ ოჯახის ექიმს.
დიახ, შესაძლებელია.
► საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი-112;
► სამთავრობო ცხელი ხაზი-144;
► ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი-1505;
► დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი-116-001.
პირის მიმართ იზოლაციის გადაწყვეტილების აღსრულებას უზრუნველყოფენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფები.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, კომპეტენციის ფარგლებში უფლებამოსილია შესაბამისი ფაქტის ან/და ინფორმაციის არსებობის შემთხვევაში გააკონტროლოს იზოლაციაში (თვითიზოლაციაში, კარანტინში) მყოფი პირის მიერ იზოლაციაში ყოფნის პირობების დაცვა, რაც მოიცავს, მათ შორის, მის ფიზიკურად ადგილზე გადამოწმებას, პერიოდული სატელეფონო ზარების განხორციელებასა და საქართველოს კანონმდებლობით პირდაპირ გათვალისწინებული სხვა საშუალებებით მონიტორინგს.
PCR ტესტის ჩატარების საჭიროებას განსაზღვრავს ოჯახის ექიმი, ექიმის მიმართვით PCR ტესტი არის უფასო.
ოჯახის ექიმის/სამედიცინო დაწესებულების საკონტაქტო ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ პორტალს: https://ambulatoria.moh.gov.ge/ ან დაუკავშირდით ცხელ ხაზს 15-05. თუ ხართ კერძო დაზღვევის მოსარგებლე, დაუკავშირდით სადაზღვევო კომპანიას.
COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინები პანდემიის შეჩერების ყველაზე ეფექტური საშუალებაა. ვაქცინაცია ამცირებს ინფიცირების და შესაბამისად ავადობისა და სიკვდილიანობის რისკებს. COVID-19-ის ვაქცინების ეფექტურობა დადასტურებულია კლინიკური კვლევების რამდენიმე ეტაპიანი ციკლით და იმ ქვეყნების გამოცდილებით, სადაც მიმდინარეობდა COVID-19 ვაქცინების დანერგვა.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია, საზოგადოებრივი ჯანდაცვის უწყებები და კვალიფიციური ექიმები რეკომენდაციას უწევენ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინას!
ვაქცინაცია რეკომენდებულია იმ შემთხვევაშიც, თუ უკვე გადაიტანეთ COVID-19, რადგან არსებული მტკიცებულებებით, ინფექციის გადატანის შემდგომ არ ყალიბდება მყარი იმუნიტეტი და ადამიანი კვლავ რჩება განმეორებითი ინფიცირების რისკის ქვეშ.
საქართველოში ვაქცინაცია უფასო და ნებაყოფლობითია.
ვაქცინაცია ხელმისაწვდომია საქართველოს მოქალაქე 18 წელზე უფროსი ასაკის მოსახლეობისთვის.
ვაქცინაციისთვის დარეგისტრირება და რიგის დაჯავშვნა შესაძლებელია სარეგისტრაციო პორტალზე: https://booking.moh.gov.ge/
იხილეთ რეგისტრაციის ინსტრუქცია: https://fb.watch/4c2mI8hKtj/
COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის შესახებ ინფორმაციის მისაღებად მოქმედებს ცხელი ხაზი - 15 22 რომელიც ყოველდღე, შაბათ-კვირის ჩათვლით, 09:00 საათიდან 23:00 საათამდე მუშაობს. ასევე, ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ვებ-გვერდებზე:
ხშირად დასმული კითხვები და პასუხები COVID 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციასთან დაკავშირებით: http://test.ncdc.ge/Handlers/GetFile.ashx?ID=2a2a89e3-f026-4c4a-b32b-0dcb2fcb4d13
- კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა - 545 033 , ბოლო 24 საათში - 1 915
- მათ შორის გამოჯანმრთელებული - 488 661 , ბოლო 24 საათში - 5 929
- მათ შორის გარდაცვლილი - 7 329 , ბოლო 24 საათში - 78
- ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით - 21 411, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით - 12 305, PCR ტესტით - 9 106
- დადებითობის მაჩვენებელი: დღიური - 8,94%, ბოლო 14 დღის - 10,44%, ბოლო 7 დღის - 10,04%
- სულ ჩატარდა - 1 164 402 აცრა, დღიურად აცრილია - 17 670
- კარანტინის რეჟიმში - 103
- სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 7 660
- კლინიკურ სასტუმროში მყოფი პირები - 2 864
მონაცემები განახლდება ყოველდღიურად