გავრცელების არეალი

ხშირად დასმული კითხვები:

ხშირად დასმული კითხვები:

პირბადეების დეფიციტი არის მთელს მსოფლიოში და არა მარტო ჩვენს ქვეყანაში. შესაბამისად, მთელი მსოფლიოს მასშტაბით მიმდინარეობს შესაბამისი ღონისძიებები პირბადეების მარაგის შესავსებად. სავარაუდოდ, საქართველოშიც უახლოეს პერიოდში შეივსება მარაგი.

პირი, რომელიც რამდენიმე დღეა შემოვიდა საქართველოში დაავადების გავრცელების არეალიდან, თუ არ აქვს ვირუსისათვის დამახასიათებელი სიმპტომები, საჭიროა იყოს თვითიზოლაციაში, ხოლო ვირუსის დამახასიათებელი კლინიკური ნიშნების გამოვლენის შემთხვევაში, მიმართოს ოჯახის ექიმს ან ინფექციურ საავადმყოფოს.

დაავადების სიმპტომების არსებობისას, თუ კი ექიმის მიერ ეჭვი იქნება მიტანილი ახალ კორონავირუსზე, სადიაგნოსტიკო კვლევები მათ შორის სპეციფიკური, სრულად ფინანსდება სახელმწიფოს მიერ. სხვა ტიპის ვირუსის აღმოჩენის შემთხვევაში გადახდა მოხდება თანაგადახდით (საყოველთაოს პაკეტის პირობებიდან გამომდინარე) ან თვითდაფინანსებით (თუ არ სარგებლობს არცერთი სახის დაზღვევით).

ამ ეტაპზე ჩაკეტილი გვაქვს საჰაერო და სახმელეთო საზღვარი ჩინეთთან და ირანთან. სხვა ქვეყნებთან დაკავშირებით, სადაც დაფიქსირებულია ახალი კორონავირუსის შემთხვევები, მიმდინაროებს ამ საკითხის განხილვა და ინფორმაციის მოწოდება მოხდება საინფორმაციო საშუალებებით.

მაღალი ტემპერატურა (38 გრადუსი და მეტი), გართულების შემთხვევაში სუნთქვის გაძნელება. იმ შემთხვევაში თუ პირი იყო გასული ბოლო ორი კვირის განმავლობაში იმ ქვეყნებში, სადაც დაფიქსირდა ახალი კორონავირუსის შემთხვევები, ან აქვს საფუძვლიანი ეჭვი დაინფიცირებულ პირთან კონტაქტის, ვამისამართებთ ინფექციურ კლინიკაში. სხვა შემთხვევაში მოქალაქეებმა კონსულტაციისთვის უნდა მიმართონ ოჯახის ექიმს ან საჭიროების მიხედვით გამოიძახონ სასწრაფო დახმარების ბრიგადა.

საჭიროების შემთხვევაში ვთავაზობთ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის გამოძახებას, სიტუაციიდან გამომდინარე შესაძლებელია ეპიდემიოლოგის კონსულტაციაც.

სადიაგნოსტიკო ტესტი (ანალიზი) ტარდება მხოლოდ ინფექციის არსებობაზე ეჭვის შემთხვევაში.

გავრცელების არეალი
ვებ-გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
  • კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა - 9
  • კარანტინის რეჟიმში - 162
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 45

მონაცემები განახლდება ყოველდღე 21:30 საათზე

იხილეთ ყველა სიახლე